სხდომა ვიწრო წრეში: პუტინმა BRICS-ის გაფართოებაზე ისაუბრა

© brics-russia2024.ru / გადასვლა მედიაბანკშიXVI саммит БРИКС. Совместное фотографирование глав делегаций стран БРИКС
XVI саммит БРИКС. Совместное фотографирование глав делегаций стран БРИКС - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. არასწორი იქნებოდა, რომ BRICS-ისადმი გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო ინტერესი უგულებელგვეყო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის ლიდერთა სხდომაზე, რომელიც ყაზანში ვიწრო წრეში იმართება.
პუტინი გაერთიანების გაფართოების მომხრეა და იქვე ხაზს უსვამს, რომ წევრმა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა შეუწყონ ხელი BRICS-ის ეფექტურობის შენარჩუნებას.
„რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა, რომ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო ინტერესი, რომელსაც ისინი BRICS-თან კონტაქტების გაძლიერების კუთხით იჩენენ, უგულებელგვეყო. ეს სურვილი, ამა თუ იმ ფორმით, უკვე 30-ზე მეტმა სახელმწიფომ გამოთქვა. ამავდროულად აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება და BRICS-ის ეფექტურობის დაქვეითების თავიდან აცილება“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
როგორც რუსული მედია წერს, ქვეყნების ლიდერები სხდომაზე გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალური ასპექტების განხილვასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას აპირებენ საერთაშორისო ასპარეზზე BRICS-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე, მწვავე რეგიონული კონფლიქტების მოგვარების ჩათვლით.
გარდა ამისა, საუბრები შეეხება გაერთიანების ფარგლებში შემდგომი ფინანსური ურთიერთქმედების კონტექსტში განვითარებულ ვითარებაზე და BRICS-ის შემადგენლობის გაფართოებაზე.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს ტარდება. მოსკოვში ამბობენ, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა რუსეთში.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.
ყველა ახალი ამბავი
0