მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანტონიუ გეტერეში ყაზანში ჩავიდა BRICS-ის სამიტზე დასასწრებად

© brics-russia2024.ru / გადასვლა მედიაბანკშიXVI саммит БРИКС. Прилет генерального секретаря ООН Антониу Гутерреша
XVI саммит БРИКС. Прилет генерального секретаря ООН Антониу Гутерреша - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ყაზანში ჩავიდა, სადაც BRICS-ის სამიტს დაესწრება, იტყობინება „რია ნოვისტი“.
„გადბულა ტუკაის სახელობის ყაზანის საერთაშორისო აეროპორტში ბატონ გუტერეშს თათრეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ფარიდ მუხამეტშინი დახვდა“, - ნათქვამია რესპუბლიკის პარლამენტის განცხადებაში.
როგორც კრემლში განაცხადეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გაეროს გენერალური მდივანი ერთმანეთს შეხვდებიან, რა დროსაც რგანიზაციის მუშაობაზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, გუშინდლამდე, ანტონიუ გუტერეშის ოფისი არ ადასტურებდა გენმდივნის ყაზანში მოგზაურობას.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს ტარდება. მოსკოვში ამბობენ, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა რუსეთში.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.
ყველა ახალი ამბავი
0