შსს: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2024
გამოწერა
23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. 23 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან, გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 22 ოქტომბრის 24:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს. ტრანსპორტის მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
ყველა ახალი ამბავი
0