https://sputnik-georgia.com/20241022/ivanishvili-saqartvelos-winaagmdeg-sanqciebma-ukushedegi-gamoigo-290471908.html
ივანიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ სანქციებმა უკუშედეგი გამოიღო
ივანიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ სანქციებმა უკუშედეგი გამოიღო
Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ დასავლეთის განცხადებების უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას, მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი. 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T13:00+0400
2024-10-22T13:00+0400
2024-10-22T13:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოპოზიცია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289067831_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_8b76cd6f1df07ac35fef13ff3b67f0ba.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის სანქციები იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული შანტაჟი, რომელმაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.რაც შეეხება დასჯას და სანქციებს, იმას, რაც ამას მოჰყვება, ივანიშვილს მიაჩნია, რომ ამანაც არ იმუშავა და არც მომავალში იმუშავებს.კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ ომავალში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ პირადად, იგი, სანქციებს აღარ ელოდება.ეს განცხადებები, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არის შანტაჟი და კოორდინაციას, მისი თქმით, ახორციელებს „გლობალური ომის პარტია“ ახორციელებს, რომელსაც დღევანდელი ოპოზიცია წარმოადგენს.„ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით, რასაც ვხედავ, როცა რეგიონებში დავდივარ გაცილებით დიდი მობილიზებაა, საზოგადოება გათვიცნობიერებულია“, - აღნიშნა მან.საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.ძირითადი ბრალდებებია - არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას.საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.გლობალური ომის პარტიაუკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289067831_0:21:2048:1557_1920x0_80_0_0_8e6d61bd328d0599214ab70160475662.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
ივანიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ სანქციებმა უკუშედეგი გამოიღო
ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ დასავლეთის განცხადებების უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას, მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის სანქციები იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული შანტაჟი, რომელმაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
„[საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება დასჯას და სანქციებს, იმას, რაც ამას მოჰყვება, ივანიშვილს მიაჩნია, რომ ამანაც არ იმუშავა და არც მომავალში იმუშავებს.
კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ ომავალში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ პირადად, იგი, სანქციებს აღარ ელოდება.
„მე მგონი, რომ რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა... ყოველივე ამან გამოიღო უკუშედეგი ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი", - განაცხადა ივანიშვილმა.
ეს განცხადებები, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არის შანტაჟი და კოორდინაციას, მისი თქმით, ახორციელებს „გლობალური ომის პარტია“ ახორციელებს, რომელსაც დღევანდელი ოპოზიცია წარმოადგენს.
„ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით, რასაც ვხედავ, როცა რეგიონებში დავდივარ გაცილებით დიდი მობილიზებაა, საზოგადოება გათვიცნობიერებულია“, - აღნიშნა მან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
ძირითადი ბრალდებებია - არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.