BRICS-ის სამიტი: პუტინმა ჩინეთთან ურთიერთობა შეაფასა

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2024
გამოწერა
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობების აგების მოდელია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე, რომელიც ყაზანის BRICS-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა ყაზანის კრემლში.
მისი თქმით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების დონეს მიაღწია.
„ჩვენ შეგვიძლია სრული დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობები გახდა მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა აიგოს ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის თანამედროვე სამყაროში“, - განაცხადაპუტინმა.
რუსეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა მსოფლიოში სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც ქვეყნები აძლიერებენ კოორდინაციას გლობალური უსაფრთხოების სფეროში.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს ტარდება. მოსკოვში ამბობენ, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა რუსეთში.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.
ყველა ახალი ამბავი
0