BRICS-ის სამიტი: პუტინი ინდოეთის პრემიერს შეხვდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2024
გამოწერა
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები კარგია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე.
„საქონელბრუნვა კარგ მდგომარეობაშია. სამთავრობოთაშორისო კომისიის მომდევნო სხდომა 12 ნოემბერს გაიმართება ნიუ-დელიში. მსხვილი პროექტები თანმიმდევრულად ვითარდება“, — განაცხადა პუტინმა.
ზოგადად, მისი თქმით, მოდისთან ურთიერთობების დონე ისეთია, რომ შეიძლება უთარჯიმნოდაც კი გაუგონ ერთმანეთს.
ორი ქვეყნის ლიდერების ორმხრივი მოლაპარაკებები ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0