https://sputnik-georgia.com/20241021/shss-opoziciuri-telekompaniis-gancxadebas-exmaureba-290455800.html
სიცრუე და დისკრედიტაციის მცდელობა: ოპოზიციური ტელეკომპანიის ბრალდებებს შსს გამოეხმაურა
სიცრუე და დისკრედიტაციის მცდელობა: ოპოზიციური ტელეკომპანიის ბრალდებებს შსს გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით. 21.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-21T15:00+0400
2024-10-21T15:00+0400
2024-10-21T15:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/02/287701140_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_fb1c00e598ee8fc400c93c314e0a0882.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ნათქვამია ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საუბარია ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციაზე, თითქოს შსს-მ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, როდესაც საპროტესტო აქციების დაშლისას ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში რეზონანსული კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, 15 აპრილიდან თითქმის თვენახევრის განმავლობაში იმართებოდა. ქუჩის პროტესტი დასრულდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მაისის ბოლოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.უწყების ცნობით, პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს.უწყების განმარტებით, პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას", - ნათქვამია განცხადებაში.უფრო მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ (Amnesty International).Amnesty International-ის სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და იგი არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა.„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და აქტიურად გამოიყენება არაერთი ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.მკაცრი წინააღმდეგობა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონპროექტის განხილვის მთელ პროცესს თან ახლდა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება, ასევე მასობრივი პროტესტი, რომელიც პერიოდულად გადაიზარდა არეულობებში.არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ბარიკადებს აწყობდნენ და შენობაში შეღწევას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.ბოლო მონაცემებით, აპრილ-მაისში ჯამში 210 ადამიანი დააკავეს, აქედან რვა პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე. ამ დროისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროტესტის მონაწილეთა უფლებების დარღვევის 138 შესაძლო ფაქტს სწავლობს.დაკავებისას სცემეს პარლამენტის წევრები - იმ დროს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ასევე აქტივისტი დავით ქაცარავა. ხაბეიშვილს და ქაცარავას ოპერაციები ჩაუტარდა.არეულობის დროს ასევე დაშავდა ათი ძალოვანი, რომელთაგან ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/02/287701140_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_23d81eaaa5f2fa44318d027a5cd28af7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სიცრუე და დისკრედიტაციის მცდელობა: ოპოზიციური ტელეკომპანიის ბრალდებებს შსს გამოეხმაურა
პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ნათქვამია ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციაზე, თითქოს შსს-მ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, როდესაც საპროტესტო აქციების დაშლისას ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში რეზონანსული კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, 15 აპრილიდან თითქმის თვენახევრის განმავლობაში იმართებოდა. ქუჩის პროტესტი დასრულდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მაისის ბოლოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
„მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს.
კერძოდ, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.
უწყების განმარტებით, პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უფრო მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ (Amnesty International).
Amnesty International-ის სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და იგი არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და აქტიურად გამოიყენება არაერთი ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონპროექტის განხილვის მთელ პროცესს თან ახლდა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება, ასევე მასობრივი პროტესტი, რომელიც პერიოდულად გადაიზარდა არეულობებში.
არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ბარიკადებს აწყობდნენ და შენობაში შეღწევას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, აპრილ-მაისში ჯამში 210 ადამიანი დააკავეს, აქედან რვა პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე. ამ დროისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროტესტის მონაწილეთა უფლებების დარღვევის 138 შესაძლო ფაქტს სწავლობს.
დაკავებისას სცემეს პარლამენტის წევრები - იმ დროს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ასევე აქტივისტი დავით ქაცარავა. ხაბეიშვილს და ქაცარავას ოპერაციები ჩაუტარდა.
არეულობის დროს ასევე დაშავდა ათი ძალოვანი, რომელთაგან ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.