მინისტრი: კერძო კლინიკებს შესაძლოა აკრედიტაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდი რეფერალური საავადმყოფო
ზუგდიდი რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2024
გამოწერა
მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა უწყების ინტერესში არ შედის, განაცხადა სარჯველაძემ
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. კერძო კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად, შესაძლოა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აკრედიტაციის პრობლემები შეექმნათ, განაცხადა ჯანაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართველად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისისობაზე აკრედიტაცია უნდა გაიარონ.

„სახელმწიფო კლინიკებს რომ თავი დავანებოთ, რომლის ჯამური მასშტაბი მთლიანობაში 15%-ს არ აღემატება, კერძო კლინიკების 85%-ს, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ“, -განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, სამინისტრო ამჟამად პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზებს განიხილავს - გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გადადებიდან დაწყებული, თავად აკრედიტაციის მოდიფიკაციით დამთავრებული, რათა მცირე კლინიკები არ დაიჩაგრონ.
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს. დაწესებულია შეღავათები მედიკამენტების შეძენისას სოციალურად დაუცველი პირების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.
ყველა ახალი ამბავი
0