https://sputnik-georgia.com/20241019/saqartvelos-otxi-sabajo-axali-rentgenoskanerebit-ariwurva-290430698.html
საქართველოს ოთხი საბაჟო ახალი რენტგენოსკანერებით აღიჭურვება
საქართველოს ოთხი საბაჟო ახალი რენტგენოსკანერებით აღიჭურვება
Sputnik საქართველო
თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემებით აღჭურვის პროექტი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. 19.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-19T20:34+0400
2024-10-19T20:34+0400
2024-10-19T20:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460189_0:160:3075:1889_1920x0_80_0_0_c8c02e8b74e1c612fbb5e34eb3a4b339.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უახლოეს კვირებში გამოაცხადებს საერთაშორისო ტენდერს ოთხი საბაჟო პუნქტისთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების შესაძენად, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.საქართველოს საბაჟო პუნქტების უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემებით აღჭურვის პროექტი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.სგპ „სადახლოს“ გარდა, რკინიგზისა და სატვირთო მანქანების სტაციონარული ინსპექტირების სისტემები განთავსდა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“, ასევე, ბარგის რენტგენოინსპექტირების სისტემები დამონტაჟდა ისეთ მნიშვნელოვან სახმელეთო გადასასვლელებზე, როგორებიცაა: სგპ „ყაზბეგი“, „სადახლო“, „წითელი ხიდი“, „ნინოწმინდა“ და „სარფი“.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ემსახურება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის უსაფრთხოების დაცვასა და საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოდ განხორციელებას“, - განაცხადა ხუციშვილმა.მისი თქმით, მსგავსი თანამედროვე ინსპექტირების აღჭურვილობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საბაჟოს შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს მიწოდების გლობალური ჯაჭვის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს კანონიერ ვაჭრობას და აძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა იზრდება და ის ხდება მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო ასპარეზზე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბების პერსპექტივით.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით საქართველოს სატრანზიტო როლი ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460189_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0d1a0d9c384dc0f4d9a5b765009ef281.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ოთხი საბაჟო ახალი რენტგენოსკანერებით აღიჭურვება
თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემებით აღჭურვის პროექტი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უახლოეს კვირებში გამოაცხადებს საერთაშორისო ტენდერს ოთხი საბაჟო პუნქტისთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების შესაძენად, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს საბაჟო პუნქტების უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„მომდევნო რამდენიმე კვირაში, 4 საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის რენტგენოსკანერების შესაძენად გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რის შემდეგაც ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი, მათ შორის, აეროპორტები და პორტები აღჭურვილი იქნება თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემებით აღჭურვის პროექტი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
სგპ „სადახლოს“ გარდა, რკინიგზისა და სატვირთო მანქანების სტაციონარული ინსპექტირების სისტემები განთავსდა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“, ასევე, ბარგის რენტგენოინსპექტირების სისტემები დამონტაჟდა ისეთ მნიშვნელოვან სახმელეთო გადასასვლელებზე, როგორებიცაა: სგპ „ყაზბეგი“, „სადახლო“, „წითელი ხიდი“, „ნინოწმინდა“ და „სარფი“.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ემსახურება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის უსაფრთხოების დაცვასა და საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოდ განხორციელებას“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი თანამედროვე ინსპექტირების აღჭურვილობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საბაჟოს შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს მიწოდების გლობალური ჯაჭვის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს კანონიერ ვაჭრობას და აძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.
საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა იზრდება და ის ხდება მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო ასპარეზზე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბების პერსპექტივით.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით საქართველოს სატრანზიტო როლი ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.