რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში ბოლო 6 თვეში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerტრაფიკი თბილისში
ტრაფიკი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2024
გამოწერა
მართვის მოწმობა მიღებულთა შორის ძირითად ნაწილს ქალები შეადგენენ
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში მართვის მოწმობა 3.461-მა ადამიანმა აიღო, საიდანაც 2966 - საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენები კი უცხოელები და პირები, რომლებსაც მოქალაქეობა არ მიუთითებიათ, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლის ასაკიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
16 წლის ასაკში 2024 წლის პირველ ექვს თვეში თავისი პირველი მართვის მოწმობა მიიღო 19-მა არასრულწლოვანმა, ხოლო 17 წლის ასაკში - 132-მა ადამიანმა.
მართვის მოწმობა მიღებულთა შორის ძირითად ნაწილს ქალები შეადგენენ, ექვს თვეში მართვის მოწმობა 2229 ქალმა მიიღო, მათგან ყველაზე უმცროსია 17 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი - 70 წლის.
რაც შეეხება მამაკაცებს, ყველაზე უმცროსი არის 16 წლის, ყველაზე უფროსი - 70 წლის.
უცხოელებს შორის მართვის მოწმობები მიიღეს რუსეთის, ბელორუსის, ირანის, აზერბაიჯანის, აშშ-ს, ეგვიპტის, ინდოეთის, იორდანიის, ერაყის, ნეპალის, პაკისტანის, ზიმბაბვეს, უკრაინის, ბანგლადეშის, სომხეთის, ლატვიის, ლიბანის, ბრაზილიის, შვეიცარიის, თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეებმა.
მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0