პრემიერ-მინისტრმა ახალი კულტურის მინისტრი წარადგინა

© Ministry of culture of Georgiaსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2024
გამოწერა
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თეა წულუკიანი საარჩევნო სიაში დაასახელა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა, იუწყება „პირველი არხი“.
კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ წულუკიანი საარჩევნო სიაში მეექვსე ნომრად შეიყვანა.
არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს თანამდებობის დატოვებას შემდეგი თანამდებობის პირებს: პრეზიდენტი, მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და საჯარო საუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, მერები, გუბერნატორები და ა.შ.
თინათინ რუხაძე
თინათინ რუხაძე 1970 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, არის მაგისტრი მუსიკისმცოდნეობის განხრით.
სამუშაო კარიერა დაიწყო 1989 წელს. მუშაობდა სხვადასხვა მუსიკალური პროგრამის, გადაცემის, ტელევიზიის, ფესტივალის პროდიუსერად. აქვს განხორციელებული უამრავი შემოქმედებითი პროექტი.
2016 წლიდან დღემდე იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, მანამდე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში.
ყველა ახალი ამბავი
0