https://sputnik-georgia.com/20241018/es-ar-aris-muqara-es-realobaa-evrokavsiris-elcma-saqartvelo-gaafrtxila-290420869.html
„ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა“ - ევროკავშირის ელჩმა საქართველო გააფრთხილა
„ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა“ - ევროკავშირის ელჩმა საქართველო გააფრთხილა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცედენტო საგარეო ჩარევის პირობებში მიმდინარეობს. 18.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-18T18:09+0400
2024-10-18T18:09+0400
2024-10-18T18:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277230701_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_e52a2a22495cde551a2beb619dd6a422.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირი მიიღებს ზომებს, მათ შორის ეს იქნება უვიზო რეჟიმის შეჩერება და ფინანსური დახმარების შეწყვეტა, თუ საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ან მოსახლეობა ხმას მისცემს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, და ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცედენტო საგარეო ჩარევის პირობებში მიმდინარეობს. ჩარევად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, ასევე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია.მისი თქმით, ევროკავშირი ელოდება არჩევნებს საქართველოში და დააკვირდება როგორ ჩატარდება ეს არჩევნები.„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.ერთ-ერთ ვარიანტად მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის მარტიდან დაუწესა.საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება და არჩევნები - ევროსაბჭოს სხდომის მთავარი გზავნილები>>ამასთან მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველოს რიგითი მოქალაქეების დასჯა არ სურს.„არავის სურს ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ რეაგირება უნდა ვიქონიოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე. საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - განაცხადა ელჩმა.მისი თქმით, საქართველომ უკვე დაკარგა 121 მლნ დოლარის ევროპული დახმარება, მაგრამ ეს ეხება მიმდინარე პროგრამებს მთავრობის დახმარების კუთხით.„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც იღებენ ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.მან აღნიშნა, რომ საქართველოში „მიზანმიმართული ქმედებების, გადაწყვეტილებების, კანონმდებლობის“ პასუხად ივნისში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს.ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირის გაფართოების პირველ ანგარიშში, რომელიც 2023 წელს ნოემბერში გამოქვეყნდა, საქართველოს მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივების შეჩერება.მეტიც, მისი თქმით, ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს ევროკავშირს.„ეს ნამდვილად მიუღებელია. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277230701_282:115:1948:1365_1920x0_80_0_0_b38d1cdb1702cc8ff78302680bdec209.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
„ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა“ - ევროკავშირის ელჩმა საქართველო გააფრთხილა
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცედენტო საგარეო ჩარევის პირობებში მიმდინარეობს.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირი მიიღებს ზომებს, მათ შორის ეს იქნება უვიზო რეჟიმის შეჩერება და ფინანსური დახმარების შეწყვეტა, თუ საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ან მოსახლეობა ხმას მისცემს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, და ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცედენტო საგარეო ჩარევის პირობებში მიმდინარეობს. ჩარევად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, ასევე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია.
„გუშინ ლიდერები კვლავ შეიკრიბნენ, ისევ განიხილეს საქართველოს საკითხი და შეათანხმეს საბჭოს დასკვნა, რომელშიც ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების, გადაწყვეტილებების შედეგია ასეთი დაბალი დონე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი ელოდება არჩევნებს საქართველოში და დააკვირდება როგორ ჩატარდება ეს არჩევნები.
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ერთ-ერთ ვარიანტად მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის მარტიდან დაუწესა.
„მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ ევროკავშირს არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველოს რიგითი მოქალაქეების დასჯა არ სურს.
„არავის სურს ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ რეაგირება უნდა ვიქონიოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე. საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველომ უკვე დაკარგა 121 მლნ დოლარის ევროპული დახმარება, მაგრამ ეს ეხება მიმდინარე პროგრამებს მთავრობის დახმარების კუთხით.
„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც იღებენ ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში „მიზანმიმართული ქმედებების, გადაწყვეტილებების, კანონმდებლობის“ პასუხად ივნისში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირის გაფართოების პირველ ანგარიშში, რომელიც 2023 წელს ნოემბერში გამოქვეყნდა, საქართველოს მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივების შეჩერება.
„სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში ეს ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია არ შეჩერებულა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მეტიც, მისი თქმით, ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს ევროკავშირს.
„ეს ნამდვილად მიუღებელია. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.