https://sputnik-georgia.com/20241017/liluasvili-gancxadeba-yalbi-video-da-audiocanawerebis-sesaxeb-prevenciuli-zomaa-290409458.html
ლილუაშვილი: განცხადება ყალბი ვიდეო და აუდიოჩანაწერების შესახებ პრევენციული ზომაა
ლილუაშვილი: განცხადება ყალბი ვიდეო და აუდიოჩანაწერების შესახებ პრევენციული ზომაა
Sputnik საქართველო
ლილუაშვილმა პროვოკაციული ვიდე და აუდიომასალების შექმნაში ჩართულ პირებს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა 17.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-17T21:11+0400
2024-10-17T21:11+0400
2024-10-17T21:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283475148_0:181:1920:1261_1920x0_80_0_0_92f0ae569420c354fd19937b59e35598.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება ყალბი ვიდეო- და აუდიოჩანაწერების წინასაარჩევნოდ შესაძლო გავრცელების შესახებ პრევენციის მიზნით გააკეთა, განუცხადა ჟურნალისტებს სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების გავრცელებას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულებები იქნება გამოყენებული. ამის მიზნად დესტაბილიზაციის შექმნა დასახელდა.მისი თქმით, სუსის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ შემხებლობაში მყოფები უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს.კითხვაზე, ვის შეეძლო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საუბრის ჩაწერა, სუსის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ეს „ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან ორ საათში ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის თანახმად, ქალი ხვედელიძის ხმით ტელეფონით განიხილავს ქოუჩინგის კურსებს, რომლითაც დაინტერესებულია.აუდიოჩანაწერის განმარტებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი შედგა 2024 წლის 23 თებერვალს ფსიქოლოგიის რუსული სკოლა „ფსიქოდემიის“ თანამშრომელ ვინმე ილიასთან.რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 16 ოქტომბრის განცხადებას, მასში ნათქვამია, რომ ყალბი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მოსალოდნელი გავრცელების მიზანია „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სცენარისთვის მზად არის - ოხანაშვილი>>სუსის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის.აღნიშნული პროვოკაციის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283475148_248:167:1730:1279_1920x0_80_0_0_5ae4060f5e1dbe0447182da60882484a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ლილუაშვილი: განცხადება ყალბი ვიდეო და აუდიოჩანაწერების შესახებ პრევენციული ზომაა
ლილუაშვილმა პროვოკაციული ვიდე და აუდიომასალების შექმნაში ჩართულ პირებს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება ყალბი ვიდეო- და აუდიოჩანაწერების წინასაარჩევნოდ შესაძლო გავრცელების შესახებ პრევენციის მიზნით გააკეთა, განუცხადა ჟურნალისტებს სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების გავრცელებას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულებები იქნება გამოყენებული. ამის მიზნად დესტაბილიზაციის შექმნა დასახელდა.
„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, სუსის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ შემხებლობაში მყოფები უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს.
„სუსიდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, ვის შეეძლო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საუბრის ჩაწერა, სუსის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ეს „ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან ორ საათში ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის თანახმად, ქალი ხვედელიძის ხმით ტელეფონით განიხილავს ქოუჩინგის კურსებს, რომლითაც დაინტერესებულია.
აუდიოჩანაწერის განმარტებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი შედგა 2024 წლის 23 თებერვალს ფსიქოლოგიის რუსული სკოლა „ფსიქოდემიის“ თანამშრომელ ვინმე ილიასთან.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 16 ოქტომბრის განცხადებას, მასში ნათქვამია, რომ ყალბი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მოსალოდნელი გავრცელების მიზანია „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
სუსის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის.
აღნიშნული პროვოკაციის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.