https://sputnik-georgia.com/20241017/xelisufleba-arcevnebtan-dakavsirebit-yvvela-scenaristvis-mzad-aris-oxanasvili-290399309.html
ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სცენარისთვის მზად არის - ოხანაშვილი
ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სცენარისთვის მზად არის - ოხანაშვილი
Sputnik საქართველო
ოთხშაბათს სუსმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში საარჩევნოდ პროვოკაცია მზადდება 17.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-17T12:46+0400
2024-10-17T12:46+0400
2024-10-17T12:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/06/246990636_0:0:1853:1043_1920x0_80_0_0_d67decf761777c79d80d75704129994d.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი გუნდი მზად არის ყველანაირი სცენარისთვის და შესაძლო საფრთხეებს აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოყვება, განაცხადა სუსის განცხადების კომენტირებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის, განაცხადეს სუსში.პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნების წინ სიფხიზლეს იჩენს>>აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება, აღნიშნეს უწყებაში.აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება, ნათქვამია განცხადებაში.აღნიშნული პროვოკაციის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/06/246990636_53:0:1498:1084_1920x0_80_0_0_efc1ed317ceac87eb9aaf8fddc76ca43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სცენარისთვის მზად არის - ოხანაშვილი
ოთხშაბათს სუსმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში საარჩევნოდ პროვოკაცია მზადდება
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი გუნდი მზად არის ყველანაირი სცენარისთვის და შესაძლო საფრთხეებს აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოყვება, განაცხადა სუსის განცხადების კომენტირებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.
ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის, განაცხადეს სუსში.
„ის საფრთხეები, რაზეც ამ განცხადებაშია საუბარი არსებითია. რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური იქნება რეაგირება ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება, აღნიშნეს უწყებაში.
აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება, ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული პროვოკაციის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.