შავი ფული ქართულ პოლიტიკაში - ტელევიზიის მხილება თუ წინასაარჩევნო მანიპულაცია?

© photo: Sputnikტელეოპერატორი
ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
სკანდალური ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა, რომელსაც ადრე ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი", რომლის დამფუძნებელიც ყოფილი გენპროკურორი, ამჟამად კი ოპოზიციური პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა გვარამიაა, მილიონობით დოლარის უკანონო ფინანსური ოპერაციების შესახებ არხის ერთ-ერთი დირექტორის გიორგი ქურდაძის მიერ გავრცელებული სკანდალური წერილების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.
სკანდალური ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა, რომელსაც ადრე გვარამია ხელმძღვანელობდა. 2019 წელს, „რუსთავი 2“-ის ძველი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, გვარამიამ შექმნა საკუთარი ტელეარხი „მთავარი არხი“, 2022 წელს კი იგი ციხეში მოხვდა „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ტელეკომპანიისთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებისთვის.
დასავლეთიდან მოწოდებების შედეგად შეწყალებული გვარამიას სახელი ამჯერად გაჟღერდა ქურდაძის მიერ „თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილ წერილებში, რომელშიც საუბარია უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე, საეჭვო ტრანზაქციებზე პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარის ნაღდ ფულზე.
„ამ უკანონო გადარიცხვების შედეგად მილიონობით ლარს კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი, „მთავარი არხი“ და „მთავარი არხის“ მფლობელები“, - ნათქვამია ქურდაძის ერთ-ერთ წერილში.
ქურდაძე „მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორ ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია.
თავად „მთავარი არხში" კი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა.
ორი ვერსია პოლიტიკური ქვეტექსტით
მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი უწოდა იმას, რომ ოპოზიცია და მათი ტელევიზიები ე.წ. შავი ფულით ცხოვრობენ.
„ყველასთვის ცნობილია, რომ მთელი ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია შავი ფულით ფინანსდებიან. ეს არ არის სიახლე, მაგრამ ამ თემაზე ახალი დეტალები გაირკვა“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია „მთავარი არხში" ფულის უკანონო ბრუნვის შესახებ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიცია ძალზე ნეგატიურ როლს თამაშობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას. განსაკუთრებულია შავი ფულის როლი იმაში, რომ კონკრეტული ტელეარხები და მედია სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცნენ“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციურმა ტელეარხმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო: „მთავარ არხს" არც ერთი უკანონო გარიგება არ განუხორციელებია“.
„სამწუხაროა, რომ არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს, რათა შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან შეწყვიტოს მაუწყებლობა“, - ნათქვამია „მთავარი არხის" განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანიის გათიშვა მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინტერესებშია. ამასთან, ტელეარხმა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კვლავ „რუსული რეჟიმი“ უწოდა.
დასასრულს, ოპოზიციური არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ მას ვერ გაუმკლავდება და ის გააგრძელებს „ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.
სკანდალური წერილები
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვს.
ქურდაძემ დაწერა, რომ „მთავარი არხის" წესდების თანახმად, ასეთი ფინანსური ოპერაციები ტელეკომპანიის სამი დირექტორის ხელმოწერას საჭიროებს, მან კი, მას შემდეგ რაც 2024 წლის აპრილში დირექტორი გახდა, ამ გადარიცხვების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
„2019 წლიდან დღეის ჩათვლით, პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ „მთავარი არხის" სალაროში შედის გაურკვეველი წარმომავლობის და წყაროს ნაღდი ფული, რომელიც „თიბისი“ ბანკის ანგარიშების მეშვეობით ხვდება საბანკო გადარიცხვების ცირკულაციაში, „მთავარი არხის“ სახელით, უცხოეთის ჩათვლით", - დაწერა ქურდაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ 2019-2024 წლებში, ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში „მთავარ არხში" შევიდა 8.475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული.
ამავე პერიოდში აღნიშნული თანხიდან უცხოეთში გადაირიცხა 2 მილიონი დოლარის სხვადასხვა ეკვივალენტის (დოლარში, ევროში და ფუნტში) თანხა.
გარდა ამისა, ქურდაძის თქმით, „მთავარი არხის" საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით ინკასოს გამო, რომელიც 11,2 მლნ ლარამდე გაიზარდა, ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე და სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ „მთავარი არხის" ნაცვლად თავიანთი ანგარიშებიდან თითქმის ყოველდღე ახორციელებენ გადარიცხვებს.
ქურდაძის მტკიცებით, „ნიუ სეილსი“, რომელიც ექსკლუზიურად მართავს ტელეკომპანიის სარეკლამო დროს, უკანონო სქემაში 2022 წლიდან მონაწილეობს, მას შემდეგ რაც იმავე წლის იანვარში სახელმწიფომ გამოსცა საინკასო დავალება გადასახადების გადაუხდელობისთვის „მთავარი არხის“ ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის შესახებ.
ქურდაძის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას დავალებით, ფული შეაქვს ბანკში, რომელიც „ნიუ სეილსის“ მეშვეობით „მთავარი არხის" სახელით მიდის საზღვარგარეთ ან საქართველოში გაურკვეველი მიმართულებით.
ნაღდი ფულის მიმოქცევის შესახებ პირველივე დღეებიდან იცოდნენ ნიკა გვარამიამ, „ნიუ სეილსის“დირექტორმა თეა გვარამიამ, ასევე არხის დირექტორებმა გიორგი გაბუნიამ და მანუჩარ ახალაიამ, აცხადებს ქურდაძე.
ქურდაძემ მისი მისამართით მუქარებზეც განაცხადა.
„მთავარი არხის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ასევე კობა ნაყოფიამ და სხვებმა მითხრეს და შემომითვალეს მუქარა, რომ შემეწყვიტა ხელის შეშლა აღწერილი არაკანონიერი ოპერაციებისთვის, რადგან ამ ოპერაციების ინსტრუქცია არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პიროვნების მფარველობისა და კონტროლის ქვეშ და რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება“, - დაწერა ქურდაძემ.
ქურდაძემ „თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის მსგავსი წერილების გაგზავნა 17 სექტემბერს დაიწყო. ასლებზე მითითებულია სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსის" დირექტორი თეა გვარამია, „მთავარი არხის" დირექტორები გიორგი გაბუნია და მანუჩარ ახალაია, „მთავარი არხის" ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე და „მთავარი არხის" მთავარი ბუღალტერი ანუკი გამსახურდია.
ყველა ახალი ამბავი
0