https://sputnik-georgia.com/20241016/saqartvelodan-eqsportis-zrda-biznesis-aqtivobaze-miutitebs-290380003.html
საქართველოდან ექსპორტის ზრდა ბიზნესის აქტივობაზე მიუთითებს
საქართველოდან ექსპორტის ზრდა ბიზნესის აქტივობაზე მიუთითებს
Sputnik საქართველო
ექსპორტის მაღალი ზრდა 2024 წლის ივნისიდან ფიქსირდება და იანვარ-სექტემბერში მან რეკორდულ მოცულობას - 4,8 მlლრდ დოლარს მიაღწია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 16.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-16T17:49+0400
2024-10-16T17:49+0400
2024-10-16T17:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_0:49:3468:2000_1920x0_80_0_0_6d299ca0e8d72c236f7b0a63594ab309.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ექსპორტის ზრდის ტენდენციები ბიზნეს და კერძო სექტორის აქტივობაზე მიანიშნებს და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ოპტიმისტური პროგნოზის მოლოდინის საშუალებას იძლევა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ჟურნალისტებთან.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით გაიზარდა და 16,8 მლრდ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 4,1%-ით და 4,8 მლრდ დოლარი შეადგინა.ცინცაძის თქმით, ექსპორტის მაღალი ზრდა ივნისიდან ფიქსირდება - ჯამურად იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4,1%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - 4,8 მლრდ დოლარს მიაღწია.გარდა ამისა, 2024 წლის სექტემბერში დაფიქსირდა ექსპორტის 17%-ით ზრდა და მისმა მოცულობამ 615,6 მლნ დოლარი შეადგინა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ამ მხრივ, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს.ექსპორტის ზრდას ხელს ასევე უწყობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც საქართველოს აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან, ჯამში, 2,3-მილიარდიან ბაზართან.„ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, ერთი მხრივ, როგორც სავაჭრო ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, მეორე მხრივ კი გავზრდით და გავაფართოებთ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.სამინისტროს ცნობით, ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა 2023 წელს დაფიქსირდა - ექსპორტი 9%-ით გაიზარდა და 6,1 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13,4%-ით გაიზარდა და 21,7 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_369:0:3100:2048_1920x0_80_0_0_456c86bcc917eeb5626d43d152fdfeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველოდან ექსპორტის ზრდა ბიზნესის აქტივობაზე მიუთითებს
ექსპორტის მაღალი ზრდა 2024 წლის ივნისიდან ფიქსირდება და იანვარ-სექტემბერში მან რეკორდულ მოცულობას - 4,8 მlლრდ დოლარს მიაღწია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ექსპორტის ზრდის ტენდენციები ბიზნეს და კერძო სექტორის აქტივობაზე მიანიშნებს და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ოპტიმისტური პროგნოზის მოლოდინის საშუალებას იძლევა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ჟურნალისტებთან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით გაიზარდა და 16,8 მლრდ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 4,1%-ით და 4,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
ცინცაძის თქმით, ექსპორტის მაღალი ზრდა ივნისიდან ფიქსირდება - ჯამურად იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4,1%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - 4,8 მლრდ დოლარს მიაღწია.
გარდა ამისა, 2024 წლის სექტემბერში დაფიქსირდა ექსპორტის 17%-ით ზრდა და მისმა მოცულობამ 615,6 მლნ დოლარი შეადგინა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ამ მხრივ, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს.
ექსპორტის ზრდას ხელს ასევე უწყობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც საქართველოს აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან, ჯამში, 2,3-მილიარდიან ბაზართან.
„ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, ერთი მხრივ, როგორც სავაჭრო ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, მეორე მხრივ კი გავზრდით და გავაფართოებთ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს ცნობით, ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა 2023 წელს დაფიქსირდა - ექსპორტი 9%-ით გაიზარდა და 6,1 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13,4%-ით გაიზარდა და 21,7 მლრდ დოლარს გაუტოლდა.