https://sputnik-georgia.com/20241015/ionatamishvili-germaniis-elchma-diplomatiis-standartebi-daargvia-290366883.html
იონათამიშვილი: გერმანიის ელჩმა დიპლომატიის სტანდარტები დაარღვია
იონათამიშვილი: გერმანიის ელჩმა დიპლომატიის სტანდარტები დაარღვია
Sputnik საქართველო
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გარე ძალების ჩარევა იზრდება. 15.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-15T16:15+0400
2024-10-15T16:15+0400
2024-10-15T16:15+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840212_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5213e92aaafe81c2a4b21a2d450c1120.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის განცხადება არ აკმაყოფილებს დიპლომატიის სტანდარტებს და ქართველი ხალხი არასოდეს არ შეურიგდება ასეთ ტონს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილიმ.მანამდე ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“ - იგი, სავარაუდოდ, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის გენმდივნის, ყოფილი ცნობილი ფეხბურთელის კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანა ლურმანი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გამო გააკრიტიკა და „კუბილიუსი ქვედაბოლოში" უწოდა.ლურმანმა ადრე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ ეს არ ეხება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც, მისი თქმით, აბრკოლებს ქვეყნის მოძრაობას ამ გზაზე. საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება და ასეთი განცხადებების ფასი - ნულია.ამასთან, კალაძემ ლურმანი შეადარა ლიეტუველ პოლიტიკოსს, ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსს, რომელიც გამოირჩევა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. 1-ელი ნოემბრიდან კუბილიუსი ევროკომისარი გახდება და დაიკავებს ახლად შექმნილ ევროკომისრის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისტის ახლადშექმნილ პოსტს.„თუ მათ ჰგონიათ, რომ აქ მასპინძლები არიან, კიდევ უფრო დიდ შეცდომას უშვებენ. ჩვენ ვართ ამაყი, თავისუფალი ხალხი და ვერავისგან ვერ შევეგუებით მსგავსი განცხადებების გაკეთებას, მით უმეტეს, როდესაც ის ეფუძნება უსამართლობას, სუბიექტურობას", - განაცხადა იონათამიშვილმა.ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გარე ძალების ჩარევა იზრდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ გარე აქტორები ცდილობენ უშუალოდ ჩაერიონ საარჩევნო პროცესებში და ამით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, მაგრამ რეალურად მათი მცდელობა და ქმედება მათთვის იქნება კონტრპროდუქტიული და ეს არის სამართლიანია", - განაცხადა იონათამიშვილმა.ერთადერთი შედეგი, რომელსაც ისინი მიაღწევენ, არის ის, რომ დაეხმარონ „ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში უფრო ძლიერი და უმაღლესი ლეგიტიმურობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, აღნიშნა მან.დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840212_0:0:1872:1404_1920x0_80_0_0_efae447678a7f51bf51ede5085da4a7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , ახალი ამბები
იონათამიშვილი: გერმანიის ელჩმა დიპლომატიის სტანდარტები დაარღვია
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გარე ძალების ჩარევა იზრდება.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის განცხადება არ აკმაყოფილებს დიპლომატიის სტანდარტებს და ქართველი ხალხი არასოდეს არ შეურიგდება ასეთ ტონს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილიმ.
მანამდე ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“ - იგი, სავარაუდოდ, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის გენმდივნის, ყოფილი ცნობილი ფეხბურთელის კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანა ლურმანი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გამო გააკრიტიკა და „კუბილიუსი ქვედაბოლოში" უწოდა.
„ამ ადამიანის [გერმანიის ელჩის] განცხადებები დიპლომატიის ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. თუ მას ჰგონია, რომ არის პოლიტიკოსი, ძალიან ცდება. არც ერთმა ელჩმა არ უნდა მისცეს თავს უფლება ასეთი ტონით ისაუბროს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ლურმანმა ადრე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ ეს არ ეხება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც, მისი თქმით, აბრკოლებს ქვეყნის მოძრაობას ამ გზაზე. საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება და ასეთი განცხადებების ფასი - ნულია.
ამასთან, კალაძემ ლურმანი შეადარა ლიეტუველ პოლიტიკოსს, ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსს, რომელიც გამოირჩევა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. 1-ელი ნოემბრიდან კუბილიუსი ევროკომისარი გახდება და დაიკავებს ახლად შექმნილ ევროკომისრის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისტის ახლადშექმნილ პოსტს.
„თუ მათ ჰგონიათ, რომ აქ მასპინძლები არიან, კიდევ უფრო დიდ შეცდომას უშვებენ. ჩვენ ვართ ამაყი, თავისუფალი ხალხი და ვერავისგან ვერ შევეგუებით მსგავსი განცხადებების გაკეთებას, მით უმეტეს, როდესაც ის ეფუძნება უსამართლობას, სუბიექტურობას", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გარე ძალების ჩარევა იზრდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გარე აქტორები ცდილობენ უშუალოდ ჩაერიონ საარჩევნო პროცესებში და ამით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, მაგრამ რეალურად მათი მცდელობა და ქმედება მათთვის იქნება კონტრპროდუქტიული და ეს არის სამართლიანია", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ერთადერთი შედეგი, რომელსაც ისინი მიაღწევენ, არის ის, რომ დაეხმარონ „ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში უფრო ძლიერი და უმაღლესი ლეგიტიმურობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, აღნიშნა მან.
დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.