დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ოქტომბერი

© photo : Adriana Romanovaჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 15 ოქტომბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
წარმატება ელოდება მას, ვისაც არ უყვარს გადაუჭრელი საქმეებისა და საკითხების შუა გზაზე მიტოვება. აქტიურობის დღეა – ფიქრებიდან დაწყებული ახლობლებთან ურთიერთობებით დამთავრებული. ნებისმიერ გაურკვევლობას უცაბედი გაღიზიანება შეუძლია, ამიტომ ურთიერთობებში აჯობებს, თუ სიცხადეს შეიტანთ, ანუ არ იქნება ბუნდოვანი მინიშნებები და „დიახ“ იქნება ნამდვილი თანხმობა და „არა“ – უარი. მოერიდეთ კამათს და ყველაფერი მშვიდად და მარტივად წარიმართება.
ვერძი: ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ გარშემომყოფებთან თქვენი თამაში ითამაშოთ – არის წაგების რისკი. თუ წარსულში ცდილობდით, რომ რამე ინფორმაცია დაგემალათ ან დაგემახინჯებინათ, ეს ახლა შეიძლება ზედაპირზე მოულოდნელად ამოტივტივდეს. ვერაფერს გააწყობთ – ისეთი დღეა, როდესაც ყველანაირ საიდუმლოს შეიძლება ფარდა აეხადოს. და თან, ამის რისკი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვინც რაღაც დამალა, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
კურო: დღეს, ნებსით თუ უნებლიეთ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის ან შემრიგებლის როლის შესრულება მოგიწევთ. სიტუაცია ირგვლივ დაძაბული იქნება. გარშემომყოფები და მათ შორის, ახლობელი ადამიანები ერთმანეთს პრეტენზიებს წაუყენებენ, თქვენ კი, თქვენდა გასაკვირად, მხარეების გაუგებრობის მოგვარებას შეეცდებით. ეს ადვილი არ იქნება, რადგან ხომ გაგიგიათ, გამშველებელს ყველაზე მეტი მოხვდაო.
ტყუპი: მთელი დღე საკუთარი ქმედებების ანალიზს მოანდომებთ. ვერაფერს გააწყობთ – წინსვლისთვის ხანდახან საჭიროა, რომ შეჩერდეთ და საკუთარი მოქმედებები შეაფასოთ. დღეს გექნებათ შანსი, რომ დაინახოთ დაშვებული შეცდომები. ეს შეიძლება თავადაც მოახერხოთ ან გარშემომყოფების დახმარება დაგჭირდეთ. დღეს კონსტრუქციული კრიტიკა, თუნდაც არცთუ სასიამოვნო, სარგებელს მოგიტანთ.
კირჩხიბი: აუცილებელია, რომ ნებისმიერ საქმეში სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. მოგეცემათ ამის საშუალება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და არასტანდარტულად იმოქმედებთ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს არასტანდარტულ დამოკიდებულებასა და ზოგჯერ რევოლუციურ იდეებსაც. მოკლედ რომ ვთქვათ, კონსერვატიული გზები დღეს თქვენთვის არაა, ცხოვრება თქვენგან ცინცხალ იდეებს, შთაგონებასა და კრეატივს ელოდება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
ლომი: დღეს რისკავთ, რომ მთელი დღე რაღაც საკითხების გამორკვევას მოანდომოთ, რომლებიც უცბად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ეს შეიძლება ეხებოდეს პირად ურთიერთობებს ვინმესთან ან რაღაც წვრილმან საკითხებს. ამ „საქმის გარჩევებში“ ნებისმიერი შეიძლება გამოიყვანოთ წყობილებიდან. და საინტერესო ისაა, რომ ხვალ იმ საკითხს, რომელიც დღეს ასე გაღელვებთ, შეიძლება აბსოლუტურად მშვიდად ჩაუაროთ და ვერც კი შენიშნოთ.
ქალწული: დღეს, ნებსით თუ უნებლიეთ, თქვენი შეცდომები შეიძლება გაგახსენდეთ. შესაძლოა, მისმა შედეგებმა შეგახსენოთ თავი, ან ვითარება გამეორდეს და დეჟავუს გრძნობა გაგიჩნდეთ. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და მხოლოდ ძველის გახსენებით შეძლოთ ახალი შეცდომების თავიდან აცილება. ასე თუ ისე, დღეს არ ღირს თვალების დახუჭვა ძველ ხარვეზებზე. გამოცდილება ხომ, ყველასთვის ცნობილია, ძალიან ძვირფასი რამაა.
სასწორი: შინაგანი კონფლიქტი შეიძლება იგრძნოთ. როგორც ჩანს, რასაც აკეთებთ, ყველაფერი არ მოგწონთ – ზოგიერთი რამ სიტუაციის თქვენეულ აღქმას ეწინააღმდეგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გარკვეული დრო გამოყოთ იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ – ძალიან არ მოგწონთ ის, რასაც იძულებით აკეთებთ? თუ პასუხია „კი“, მაშინ იქნებ ზომების მიღებაა საჭირო. ასევე შეიძლება საკუთარი ეჭვების გაზიარება ახლობელი ადამიანებისთვის, მათი რჩევების მოსმენა.
წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
მორიელი: დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალზე კრიტიკულად იქნებიან განწყობილნი, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობები შეზღუდოთ და განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ (მაგალითად, ხელმძღვანელობა). თუ ეს ვერ შეძელით, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებში ვერავინ მოგედავოთ. განსაკუთრებით არ ღირს იდეებითა და ინიციატივებით გამოსვლა.
მშვილდოსანი: საოცარი დღე გელოდებათ, როდესაც საქმიანობაში, შეიძლება ითქვას, არაფერი შეგიშლით ხელს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ უნდა მოდუნდეთ და გარშემომყოფების „სპეტაკი პატიოსნების“ იმედი გქონდეთ. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – იმის ალბათობა, რომ დღეს ვინმე თქვენს შეცდომაში შეყვანასა და მოტყუებას შეეცდება, ნულის ტოლია. აქედან გამომდინარე, კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებების დასადებად.
თხის რქა: ნამდვილად ღირს, რომ გეგმებს გადახედოთ. იქნებ სადმე შეცდომა გაგეპარათ და უკვე დიდი ხანია, არასწორი გზით მიდიხართ? დროდადრო ქმედებებში კორექტივების შეტანაა საჭირო და მათი რეალობასთან შედარება. დაუთმეთ დღევანდელი დღე ამ საკითხების გარკვევას და არ ინანებთ – მოიშორებთ ილუზიებს, მცდარ შეხედულებებს, რომლებიც პროგრესს ამუხრუჭებს. წინსვლას მხოლოდ ამგვარად შეძლებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: არ არის გამორიცხული, რომ დღეს თქვენი სიტყვების ან ქმედებების გამო ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. მოსალოდნელია ყველა შესაძლო რევიზია, შემოწმება, ან უბრალო ახსნა–განმარტების ჩაბარება საკუთარ საქციელზე. თუმცა რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს, თავი ხელში უნდა აიყვანოთ და მოთმინებით აღიჭურვოთ. ყველაფერს კარგად გაუმკლავდებით, თუ არ აღშფოთდებით და თუ კამათს გადაწყვეტთ, საქმის გარჩევა შეიძლება უსასრულოდ გაჭიანურდეს.
თევზები: დღეს მთელი თქვენი დიპლომატიურობა დაგჭირდებათ. გადასაწყვეტი საკითხები ძალზე დელიკატური იქნება და მათი პირდაპირ მიხლა არ ივარგებს. თუ გარშემომყოფების გრძნობებზე არ დაფიქრდებით, არის დიდი რისკი, რომ თუნდაც ყველაზე მარტივი მოლაპარაკება ჩააგდოთ. მხოლოდ უდიდესი მოთმინებისა და ტაქტიანობის წყალობით შეძლებთ, რომ გარშემომყოფებმა სწორად გაგიგონ და ყველანაირი უსიამოვნება თავიდან აირიდოთ.
ყველა ახალი ამბავი
0