https://sputnik-georgia.com/20241014/qobuletsi-avarias-orusli-qali-emsxverpla-290352574.html
ქობულეთში ავარიას ორსული ქალი ემსხვერპლა
ქობულეთში ავარიას ორსული ქალი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ქალი ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“. 14.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-14T15:25+0400
2024-10-14T15:25+0400
2024-10-14T15:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965636_0:82:1280:802_1920x0_80_0_0_af7ee84d9afdd54c70254637f97acf14.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ქალი ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომობილში მასთან ერთად მჯდარი ორი პირი დაშავდა. დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ- ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965636_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_df97b31a9b582ff777cd30a1391fac1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
ქობულეთში ავარიას ორსული ქალი ემსხვერპლა
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ქალი ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომობილში მასთან ერთად მჯდარი ორი პირი დაშავდა. დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ- ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.