https://sputnik-georgia.com/20241013/rtveli-lecxumsi-gadamusavebulia-860-tonaze-meti-yurzeni-290343108.html
რთველი ლეჩხუმში: გადამუშავებულია 860 ტონაზე მეტი ყურძენი
რთველი ლეჩხუმში: გადამუშავებულია 860 ტონაზე მეტი ყურძენი
Sputnik საქართველო
რეგიონში მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალია ცოლიკაური - 750 ტონა, ოჯალეში - 100 ტონა, უსახელოური - 98 ტონა. 13.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-13T16:41+0400
2024-10-13T16:41+0400
2024-10-13T16:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290234620_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_9548691e8d21206579b6c3f2e7f81fba.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ლეჩხუმში რთველი აქტიურ ფაზაშია ამ ეტაპზე 860,348 კილოგრამი ყურძენია გადამუშავებული, იუწყება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.გადამუშავებული ყურძნის საერთო რაოდენობიდან ცოლიკაური არის 640.261 კგ; ტვიშის ცოლიკაური - 68.876 კგ; უსახელოური - 92.883კგ; ოჯალეში კი 29.328 კგ.მოსავლის დაბინავების პროცესში 35-ზე მეტი კერძო კომპანიაა ჩართული.წელს ლეჩხუმში რთველი ისევე, როგორც რაჭაში ადრიანად დაიწყო, მოსავალზე გაიზარდა ფასი და 1 კილოგრამ ცოლიკაურზე შეადგენს 5 ლარს.მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალია ცოლიკაური - 750 ტონა, ოჯალეში - 100 ტონა, უსახელოური - 98 ტონა.მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს.რაჭის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290234620_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_43e54bbd9ad45446c20057bf0fa1b4c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, რაჭა-ლეჩხუმი
რთველი ლეჩხუმში: გადამუშავებულია 860 ტონაზე მეტი ყურძენი
რეგიონში მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალია ცოლიკაური - 750 ტონა, ოჯალეში - 100 ტონა, უსახელოური - 98 ტონა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ლეჩხუმში რთველი აქტიურ ფაზაშია ამ ეტაპზე 860,348 კილოგრამი ყურძენია გადამუშავებული, იუწყება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
გადამუშავებული ყურძნის საერთო რაოდენობიდან ცოლიკაური არის 640.261 კგ; ტვიშის ცოლიკაური - 68.876 კგ; უსახელოური - 92.883კგ; ოჯალეში კი 29.328 კგ.
„წელს ყურძნის ხარისხი გაცილებით მაღალია”, - აღნიშნავენ უწყებაში.
მოსავლის დაბინავების პროცესში 35-ზე მეტი კერძო კომპანიაა ჩართული.
წელს ლეჩხუმში რთველი ისევე, როგორც რაჭაში ადრიანად დაიწყო, მოსავალზე გაიზარდა ფასი და 1 კილოგრამ ცოლიკაურზე შეადგენს 5 ლარს.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალია ცოლიკაური - 750 ტონა, ოჯალეში - 100 ტონა, უსახელოური - 98 ტონა.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს.
რაჭის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.