დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 ოქტომბერი

© AP Photo / Scott Kelly/NASAკოსმოსიდან დანახული დედამიწა
კოსმოსიდან დანახული დედამიწა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 13 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
წარმატება ელოდება მას, ვისაც მტკიცე მოქმედებების არ ეშინია. ვარსკვლავები ენერგიულობასა და საკუთარი თავის რწმენას მოგვანიჭებენ, ამიტომ ყველაზე გონივრული იქნება სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. წარმატებას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ კოლეგებთან ან ახლობლებთან გაუგებრობებმა. თუ გინდათ, ამ დღის მძლავრი პოტენციალი უაზრო საყვედურებსა და კამათზე არ დახარჯოთ, შეწყვიტეთ ზეწოლა ირგვლივ მყოფებზე.
ვერძი: სავსე ხართ ენთუზიაზმით. ნამდვილად გაგიტაცებთ ის საქმე, რასაც გააკეთებთ, თუნდაც არ იყოს ძალზე მნიშვნელოვანი. უცნობია, რის გამო ხდება ეს – თქვენი ამაღლებული განწყობის თუ ძალების მოზღვავების. მთავარი ისაა, რომ ასეთი კარგი განწყობით ყველაფერი მშვენივრად აეწყობა, გარშემომყოფები დაგაფასებენ და დღის განმავლობაში არაერთხელ გკითხავენ რჩევას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
კურო: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამბიციები გახდება. უბრალოდ საქმეებთან გამკლავება საკმარისი არაა – საჭიროა ყველაფრის სხვებზე უკეთესად გაკეთება და თან ეს ყველამ უნდა შეამჩნიოს. სწორედ ამიტომ კარგი დღეა კარიერაში წინსვლისთვის. ნებისმიერი ნაბიჯი ამ კუთხით ადვილად და ბუნებრივად გამოგივათ. ამასთან ირგვლივ მყოფები ხელს შეგიწყობენ და თქვენს კარიერულ წინსვლას ძალზე დადებითად აღიქვამენ.
ტყუპი: დღეს განსაკუთრებით დაგამძიმებთ რუტინული სამუშაო. ძალზე მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იმავე საქმის კეთება. სევდა რომ არ შემოგაწვეთ, ასტროლოგები გირჩევენ, რამე შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში. სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, გარდერობის განახლებაა, თუმცა აჯობებს, თუ სახლის კედლებს გარეთ გახვალთ, შეიცვლით გარემოს და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ – ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.
კირჩხიბი: დღეს შემტევი ხასიათი უნდა გამოაჩინოთ და თუ საჭირო გახდა, მუშტიც უნდა დააბრახუნოთ მაგიდაზე. თუ სიმტკიცეს არ გამოიჩენთ, გარშემომყოფები სწრაფად გადაგწევენ მეორე პლანზე და თქვენს იდეებსა და დამსახურებებს მიითვისებენ. ასე რომ, დღეს სხვა ვარიანტი არა გაქვთ – ან უნდა შეეგუოთ „სათადარიგო სკამზე" ჯდომას, ან აჩვენოთ მტკიცე ხასიათი და მთავარი როლი მოირგოთ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
ლომი: დღევანდელი დღე ველოსიპედით სიარულს წააგავს – რაც უფრო ნელა მიდიხარ, მით უფრო მეტია წაქცევის რისკი. თუ კარგ ტემპს აიღებთ, აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერი საქმე თქვენს ხელშია. ამიტომ აქტიურად უნდა იმოქმედოთ, მოიკრიბოთ მთელი ძალა, ნებისყოფა. ერთხელ აღებული ტემპი დიდხანს გაგყვებათ და უამრავი საქმის გაკეთებასა თუ გადაკეთებას შეძლებთ.
ქალწული: დილიდან მუშაობის სურვილი გაგიჩნდებათ. ამისგან თავის დაღწევა ადვილი არ იქნება. იმდენად კონცენტრირებული იქნებით საქმეებზე, რომ ვერაფერი გადაგატანინებთ ყურადღებას, თუნდაც აურზაური ირგვლივ. გამოიყენეთ ეს დღე იმ საქმეებთან გასამკლავებლად, რომლებიც თავიდან ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული. გუნდში მუშაობა კი არასასურველია – საკუთარ ფიქრებში ჩაფლული გარშემომყოფების აზრებს უბრალოდ ვერ გაიგებთ.
სასწორი: დღეს თქვენში დიდი ორგანიზატორი გაიღვიძებს, ხოლო ვითარება და გარემო მის გამოვლინებაში შეგიწყობთ ხელს. შეიძლება საჭირო გახდეს დღესასწაულის, პიკნიკის ან რამე სხვა ღონისძიების ორგანიზება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ, რომ მსგავს საქმეებს შესანიშნავად წარუძღვეთ. ეს, მართალია, დიდ დროსა და ნერვებს წაიღებს, მაგრამ სამაგიეროდ, სასიამოვნო ბონუსებსაც მოიტანს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: არის რისკი, რომ დღეს მკაცრ კონკურენციასა და თქვენზე ზეწოლას წააწყდეთ. შესაძლოა, რომელიმე კოლეგას მოუნდეს თქვენი გვერდით „ჩაჩოჩება", ან არაკეთილმოსურნეს - თქვენზე თავდასხმა. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ძალები და ნებისყოფა მოიკრიბოთ და იბრძოლოთ მოპოვებული პოზიციების შენარჩუნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოზიციების აღდგენა საკმაოდ რთული იქნება.
მშვილდოსანი: ხელი შეიძლება შეგიშალოთ დაუოკებელმა სურვილმა, რომ საქმიანობისას შედეგი უსწრაფესად მიიღოთ. მაგრამ ხომ გაგიგიათ ანდაზა, „მოჩქარეს მოუგვიანდესო". ასე იქნება დღეს – აჩქარება დაამუხრუჭებს მუშაობას. ასეთი „მუხრუჭები" ნებისმიერ საქმეში და ნებისმიერ ეტაპზე შიძლება მოხდეს. მდგომარეობის გამოსწორებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოთმინებით აღიჭურვებით, თუ არა, მაშინ ელოდეთ საქმის გაჭიანურებას.
თხის რქა: დღეს თქვენი დევიზია უაპელაციო „მე თვითონ". არანაირი განწყობა არ გაქვთ, რომ გარშემომყოფებს მოუსმინოთ, არამცთუ მათი რჩევა გაითვალისწინოთ. ამის გამო თქვენი გადაწყვეტილებები შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, ხოლო გამონათქვამები – თვითკმაყოფილებით სავსე. საქმე ისაა, რომ სულ არ გინდათ საქმის გაფუჭება – პირიქით, მზად ხართ, პასუხისმგებლობა აიღოთ შედეგზე და ეს შედეგი საკმაოდ კარგი იქნება.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
მერწყული: დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო ადამიანების ორგანიზებისა და მათგან საჭირო შედეგების მიღების უნარში იმალება. სხვანაირად რომ ვთქვათ, თვითონ შრომით გმირობაზე განწყობილი არ ხართ, მაგრამ ეს შრომითი გმირობა შეგიძლიათ გარეშემომყოფების ხელით ჩაიდინოთ. ასე რომ, ორგანიზატორის, კოორდინატორის ან უფროსის სახით დღეს შეუცვლელი ბრძანდებით. თუნდაც არ გქონდეთ არანაირი განსაკუთრებული უფლებები, ამას მაინც მოახერხებთ.
თევზები: დღეს შეიძლება ის საქმეები დაგავალონ, რომლებთან გამკლავებაშიც ეჭვი გეპარებათ. შესაძლოა, მიგაჩნიათ, რომ არ გაგაჩნიათ საკმარისი გამოცდილება, ცოდნა ან უნარები მათ შესასრულებლად. ასეთმა ეჭვებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე, ამიტომ ჯობს, მოიკრიბოთ ნებისყოფა, ეჭვები გააქროთ და საქმეს ისე შეუდგეთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ ეს საქმე სხვას გადააბარეთ ან გადადეთ მისი გაკეთება.
ყველა ახალი ამბავი
0