https://sputnik-georgia.com/20241011/qutaisis-aeroportshi-asapren-dasapreni-bilikis-mshenebloba-iwyeba-290327064.html
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა იწყება
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა იწყება
Sputnik საქართველო
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება. 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T21:18+0400
2024-10-11T21:18+0400
2024-10-11T21:17+0400
საქართველო
ქუთაისი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძე
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290326201_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_047f4c5f575d948f4f7b937645a16b58.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს.დღეისთვის, ქუთაისის აეროპორტში 4 ავიაკომპანია ოპერირებს - 2023 წელს ავიაკომპანიებმა 5.041 რეისი შეასრულეს და დაახლოებით 1,7 მლნ მგზავრს გადაიყვანეს.ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავიამიმართულებები დაემატოს.„რამდენიმე დღის წინ ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა ქუთაისის აეროპორტთან, დღეს კი საქმეზე გადავდივართ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე. მისი თქმით, ახალი ასაფრენი ბილიკი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.„პროექტში, რომელშიც 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, წარმოადგენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას. აღნიშნული ინვესტიცია აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებულ ყველა ინვესტიციას“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპზე გაფართოვდება სამგზავრო ტერმინალი და მგზავრთნაკადი 1,7 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება.ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.ამის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.2024 წლის 9 თვის მანძილზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290326201_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_d3fd1cdf7385ba1429ba34e0f1b47720.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს მთავრობა , ირაკლი კობახიძე, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ახალი ამბები
საქართველო, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს მთავრობა , ირაკლი კობახიძე, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა იწყება
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს.
დღეისთვის, ქუთაისის აეროპორტში 4 ავიაკომპანია ოპერირებს - 2023 წელს ავიაკომპანიებმა 5.041 რეისი შეასრულეს და დაახლოებით 1,7 მლნ მგზავრს გადაიყვანეს.
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავიამიმართულებები დაემატოს.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა ქუთაისის აეროპორტთან, დღეს კი საქმეზე გადავდივართ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.
მისი თქმით, ახალი ასაფრენი ბილიკი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
„პროექტში, რომელშიც 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, წარმოადგენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას. აღნიშნული ინვესტიცია აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებულ ყველა ინვესტიციას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპზე გაფართოვდება სამგზავრო ტერმინალი და მგზავრთნაკადი 1,7 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება.
ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
ამის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.
2024 წლის 9 თვის მანძილზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.