https://sputnik-georgia.com/20241011/batumis-shemovliti-gza-gaixsna-290323389.html
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T20:08+0400
2024-10-11T20:08+0400
2024-10-11T20:08+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290322027_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_4ccf086ea83a21ed8c9d13f252bde242.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი, 2ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა აშენდა, რომელიც 20 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს.შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ავტოტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გააუმჯობესებს ქალაქში ცხოვრებისა და დასვენების პირობებს. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამტარობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდასაც.ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის (E70-ის) შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება და 8 ქვეყნის გავლით, ფოთში მთავრდება. აღნიშნული საერთაშორისო დერეფანი მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სავაჭრო ურთიერთობისთვის, ტურისტული მოგზაურობისთვის, კულტურული კავშირებისთვის.გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 330 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290322027_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_5d79bb73e86cab44aa59e2acafff6fb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარა , ახალი ამბები
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა
ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი, 2ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა აშენდა, რომელიც 20 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს.
„ახალი მაგისტრალური გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში, სადაც ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების ყველა ღონისძიება და უმაღლესი სტანდარტისთვის, უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით", - ნათქვამია განცხადებაში.
შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ავტოტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გააუმჯობესებს ქალაქში ცხოვრებისა და დასვენების პირობებს. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამტარობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდასაც.
ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის (E70-ის) შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება და 8 ქვეყნის გავლით, ფოთში მთავრდება. აღნიშნული საერთაშორისო დერეფანი მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სავაჭრო ურთიერთობისთვის, ტურისტული მოგზაურობისთვის, კულტურული კავშირებისთვის.
გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 330 მილიონი ლარი შეადგინა.