https://sputnik-georgia.com/20241010/rodis-daiwyeben-migrantebi-samshobloshi-dabrunebas-kobaxidzem-vadebi-daasaxela-290308130.html
როდის დაიწყებენ მიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას? კობახიძემ ვადები დაასახელა
როდის დაიწყებენ მიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას? კობახიძემ ვადები დაასახელა
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის... 10.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-10T20:25+0400
2024-10-10T20:25+0400
2024-10-10T20:25+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიგრანტების დაბრუნების აქტიური პროცესი დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში დაიწყება, რასაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოდან 779,2 ათასი მოქალაქე გავიდა და 534,3 ათასი მოქალაქე შემოვიდა. მათგან, ვინც ქვეყანა 2012-2022 წლებში დატოვა, 444,1 ათასი მამაკაცი იყო, 335,2 ათასი კი ქალი. ამასთან, საქართველოდან ემიგრაციის პიკი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყნიდან წლის მანძილზე 100,8 ათასი მოქალაქე გადავიდა. 10 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოდან საზღვარგარეთ საშუალოდ 70,8 ათასი მოქალაქე მიგრირებს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.„ჩვენ პრეზენტაციისას მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჩამორჩენა 2012 წლამდე ამ ქვეყნებთან იყო დაახლოებით ოთხმაგი. 2,5 იყო საბერძნეთთან, ოთხმაგი იყო ჩამორჩენა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია. როცა ოთხმაგია ეკონომიკური ჩამორჩენა, ავტომატურად ეს განაპირობებს მიგრაციას", - განაცხადა პრემიერმა.,როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლისთვის საქართველოს ჩამორჩენა საფრანგეთთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან ორმაგზე ნაკლები იქნება. რაც უფრო ნაკლები იქნება ეკონომიკური სხვაობა საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მით ნაკლები იქნება მიგრაცია, დასძინა მან.მისი თქმით, ანალოგიურად მიმდინარეობს მიგრაციის პროცესი ქვეყნის გარეთ.კობახიძემ მაგალითად დაასახელა ლიეტუვა და ლატვია - ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ლიეტუვის მოსახლეობა შემცირდა 600 ათასით - 20%-ზე მეტით და ლატვიის მოსახლეობა შემცირდა 400 ათასით, ასევე 20%-ზე მეტით.„აქაც მარტივი მიზეზი იყო - ლიეტუვისა და ლატვიის მოსახლეობა იყო უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, ეკონომიკებს შორის იყო სხვაობა. ამან განაპირობა ბუნებრივად მიგრაცია... როცა არის სხვაობა ეკონომიკებს შორის, ეს ავტომატურად განაპირობებს მიგრაციას", - აღნიშნა პრემიერმა.ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოახერხა მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ 221 ათასი ადამიანით შემცირდა.„ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებითად მოსახლეობა იყო 3,7 მილიონი და ახლაც არის 3,7 მილიონი, არის მცირე კლება. ამის მიზეზიც არის ის, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ კვლავაც გვაქვს ჩამორჩენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რის გამოც მიგრაციის პრობლემა ძალაში რჩება", - განაცხადა კობახიძემ.ბოლო წლებში საქართველოს მშპ იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
როდის დაიწყებენ მიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას? კობახიძემ ვადები დაასახელა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიგრანტების დაბრუნების აქტიური პროცესი დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში დაიწყება, რასაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოდან 779,2 ათასი მოქალაქე გავიდა და 534,3 ათასი მოქალაქე შემოვიდა. მათგან, ვინც ქვეყანა 2012-2022 წლებში დატოვა, 444,1 ათასი მამაკაცი იყო, 335,2 ათასი კი ქალი. ამასთან, საქართველოდან ემიგრაციის პიკი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყნიდან წლის მანძილზე 100,8 ათასი მოქალაქე გადავიდა. 10 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოდან საზღვარგარეთ საშუალოდ 70,8 ათასი მოქალაქე მიგრირებს.
„როგორც კი განვითარდება ეკონომიკა და შემცირდება სხვაობა საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მაშინვე შემცირდება მიგრაცია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების აქტიური პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ პრეზენტაციისას მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჩამორჩენა 2012 წლამდე ამ ქვეყნებთან იყო დაახლოებით ოთხმაგი. 2,5 იყო საბერძნეთთან, ოთხმაგი იყო ჩამორჩენა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია. როცა ოთხმაგია ეკონომიკური ჩამორჩენა, ავტომატურად ეს განაპირობებს მიგრაციას", - განაცხადა პრემიერმა.
,როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლისთვის საქართველოს ჩამორჩენა საფრანგეთთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან ორმაგზე ნაკლები იქნება. რაც უფრო ნაკლები იქნება ეკონომიკური სხვაობა საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მით ნაკლები იქნება მიგრაცია, დასძინა მან.
„აქაც მთავარი გასაღები არის ეკონომიკაში. მიზეზი, მაგალითად, რატომაც ჩამოდიან რეგიონებიდან თბილისში, ბათუმში, დიდ ქალაქებში არის ისევ და ისევ იგივე. თბილისში არის ეკონომიკა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე მაღალმთიან კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, აქედან გამომდინარე, გვაქვს მიგრაციის პროცესი კონკრეტული რეგიონებიდან ქვეყნის დედაქალაქში, ან ბათუმში და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ანალოგიურად მიმდინარეობს მიგრაციის პროცესი ქვეყნის გარეთ.
კობახიძემ მაგალითად დაასახელა ლიეტუვა და ლატვია - ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ლიეტუვის მოსახლეობა შემცირდა 600 ათასით - 20%-ზე მეტით და ლატვიის მოსახლეობა შემცირდა 400 ათასით, ასევე 20%-ზე მეტით.
„აქაც მარტივი მიზეზი იყო - ლიეტუვისა და ლატვიის მოსახლეობა იყო უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, ეკონომიკებს შორის იყო სხვაობა. ამან განაპირობა ბუნებრივად მიგრაცია... როცა არის სხვაობა ეკონომიკებს შორის, ეს ავტომატურად განაპირობებს მიგრაციას", - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოახერხა მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ 221 ათასი ადამიანით შემცირდა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებითად მოსახლეობა იყო 3,7 მილიონი და ახლაც არის 3,7 მილიონი, არის მცირე კლება. ამის მიზეზიც არის ის, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ კვლავაც გვაქვს ჩამორჩენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რის გამოც მიგრაციის პრობლემა ძალაში რჩება", - განაცხადა კობახიძემ.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10%.