https://sputnik-georgia.com/20241010/policiam-marneulshi-3-piri-daakava-290301415.html
კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით ფულს სძალავდნენ: დაკავებულია 3 პირი
კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით ფულს სძალავდნენ: დაკავებულია 3 პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 10.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-10T13:37+0400
2024-10-10T13:37+0400
2024-10-10T13:37+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე ქვემო ქართლში 3 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებული პირის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა , კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს.სამართალდამცველებმა სამივე პირი დააკავა - პოლიციამ ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 25 - 181-ე და 19- 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით ფულს სძალავდნენ: დაკავებულია 3 პირი
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე ქვემო ქართლში 3 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებული პირის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა , კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს.
სამართალდამცველებმა სამივე პირი დააკავა - პოლიციამ ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 25 - 181-ე და 19- 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.