შეხვედრა პუტინთან: ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთში დასრულდა

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2024
გამოწერა
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ოთხშაბათს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შეხვდა კრემლში, რუსეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება სააგენტო „ბელტა“.
ლუკაშენკო რუს კოლეგას კრემლში გამართული საზეიმო ცერემონიის შემდეგ შეხვდა, რომლის დროსაც ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურს რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი გადაეცა.
თავდაპირველად ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ კი მათ პირისპირ ისაუბრეს „საკმაოდ მოკლედ, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში“.
ბელორუსის პრეზიდენტი მოსკოვში 7 ოქტომბერს ჩავიდა, 8 ოქტომბერს კი დსთ-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0