https://sputnik-georgia.com/20241010/acharis-umaglesi-sabchos-archevnebi-tardeba-290299078.html
არჩევნები არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის: ყველაფერი აჭარაში ხმის მიცემის შესახებ
არჩევნები არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის: ყველაფერი აჭარაში ხმის მიცემის შესახებ
Sputnik საქართველო
აჭარაში არჩევნებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს 10.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-10T11:00+0400
2024-10-10T11:00+0400
2024-10-10T11:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_109018b83cf7254c34049517e6b22e08.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, 26 ოქტომბერს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს - საკანონმდებლო ორგანოს აირჩევს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის მთავრობას. უმაღლესი საბჭო 4 წლის ვადით არჩეული 21 დეპუტატისაგან შედგება - უმაღლესი საბჭოს წევრებს ავტონომიის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო, თანაბარი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევენ. აჭარაში არჩევნებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს.უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 14 პარტია მონაწილეობს: თითოეული პარტიის პარტიულ სიაში მაქსიმუმ 30 ადამიანია - გამსვლელი ბარიერი 5%-ია.9 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად დარეგისტრირებულია შვიდი ადგილობრივი ორგანიზაცია, არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ოთხმა მედიასაშუალებამ.იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ამომრჩევლები არასტანდარტულ ბიულეტენებს მიიღებენ. 6 ოლქისთვის, სადაც უმაღლესი საბჭოს პარალელური არჩევნები გაიმართება, სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება.ბიულეტენში ორი სვეტი იქნება: პირველში იქნება მითითებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მეორეში - აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილე პარტიები.ამომრჩეველი ერთი ბიულეტენის შევსებისას ხმას მისცემს ორივე არჩევნებზე - გააფერადებს წრეებს მის მიერ არჩეული პარტიების.იგივე ამომრჩევლები, რომლებსაც პარალელურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში და გააფერადებენ წრეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის გასწვრივ და მეორე სვეტს შეუვსებელს დატოვებენ.წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალ ბიულეტენებში წრე უნდა გაფერადდეს და არა მოინიშნოს, ის უნდა განთავსდეს საქაღალდეში და არა კონვერტში და შემდეგ უკვე საარჩევნო ყუთში - ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_4c16916bd8917ac2004b3f9dd748958e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
არჩევნები არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის: ყველაფერი აჭარაში ხმის მიცემის შესახებ
აჭარაში არჩევნებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, 26 ოქტომბერს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს - საკანონმდებლო ორგანოს აირჩევს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის მთავრობას.
უმაღლესი საბჭო 4 წლის ვადით არჩეული 21 დეპუტატისაგან შედგება - უმაღლესი საბჭოს წევრებს ავტონომიის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო, თანაბარი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევენ. აჭარაში არჩევნებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 14 პარტია მონაწილეობს:
„კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი"
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"
„გახარია-საქართველოსთვის"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი"
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო"
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები"
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის"
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".
თითოეული პარტიის პარტიულ სიაში მაქსიმუმ 30 ადამიანია - გამსვლელი ბარიერი 5%-ია.
9 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად დარეგისტრირებულია შვიდი ადგილობრივი ორგანიზაცია, არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ოთხმა მედიასაშუალებამ.
იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ამომრჩევლები არასტანდარტულ ბიულეტენებს მიიღებენ. 6 ოლქისთვის, სადაც უმაღლესი საბჭოს პარალელური არჩევნები გაიმართება, სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება.
ბიულეტენში ორი სვეტი იქნება: პირველში იქნება მითითებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მეორეში - აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილე პარტიები.
ამომრჩეველი ერთი ბიულეტენის შევსებისას ხმას მისცემს ორივე არჩევნებზე - გააფერადებს წრეებს მის მიერ არჩეული პარტიების.
იგივე ამომრჩევლები, რომლებსაც პარალელურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში და გააფერადებენ წრეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის გასწვრივ და მეორე სვეტს შეუვსებელს დატოვებენ.
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალ ბიულეტენებში წრე უნდა გაფერადდეს და არა მოინიშნოს, ის უნდა განთავსდეს საქაღალდეში და არა კონვერტში და შემდეგ უკვე საარჩევნო ყუთში - ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.