მოსკალკოვა ინტერნეტში დესტრუქციულ კონტენტთან ბრძოლას ითხოვს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიტატიანა მოსკალკოვა
ტატიანა მოსკალკოვა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2024
გამოწერა
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. დსთ-ის ომბუდსმენები თავიანთი ქვეყნების სამთავრობო ორგანოებს სთხოვენ, შეიმუშაონ დამატებითი მექანიზმები, რათა ადამიანები ინტერნეტში დესტრუქციული კონტენტისგან დაიცვან, განაცხადა რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა ტატიანა მოსკალკოვამ დსთ-ის ადამიანის უფლებათა კომისიის მესამე სხდომაზე.
მოსკალკოვამ აღნიშნა, რომ თანამეგობრობის ქვეყნების ომბუდსმენები შეშფოთებულნი არიან იმ მიმართვებით, რომელთა თანახმად, ბავშვებს ინტერნეტის მეშვეობით ითრევენ თვითმკვლელობებში, პორნოგრაფიაში, პროსტიტუციასა და სხვა ნეგატიურ მოვლენებში.
„ინტერნეტს საზღვრები არ აქვს, მაგრამ ჩვენ დღეს არსებული დესტრუქციული კონტენტით ვართ შეშფოთებული... გვინდა მივმართოთ დსთ-ის სახელმწიფოებს, რომ მათმა კომპეტენტურმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას და შეიმუშაონ დამატებითი მექანიზმები პატივისა და ღირსების, სიცოცხლის, საკუთრების უფლებების დასაცავად, ვინაიდან სწორედ ამ დესტრუქციული კონტენტით ხდება დანაშაულები“, − განაცხადა ფედერალურმა ომბუდსმენმა.
მოსკოვში დსთ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მესამე შეხვედრა დღეს გაიხსნა. შეხვედრას ესწრებიან თანამეგობრობის ქვეყნების ომბუდსმენები და ასევე დსთ-ის გენერალური მდივნის მოადგილე ილხომ ნემატოვი.
ყველა ახალი ამბავი
0