ნუ ჩაერევით საქართველოს საქმეებში - დეპუტატი ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს

© courtesy of Giorgi Kakhianiგიორგი კახიანი
გიორგი კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ინსტიტუტებმა, სადაც საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს შესახებ აქტების განხილვა და მიღება იგეგმება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინ, რათა თავიდან აიცილონ უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესოის წევრმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სამშაბათს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, მოხდება მკაცრი რეზოლუციის პროექტის განხილვა. 14 ოქტომბერს საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ხოლო 17-18 ოქტომბერს - ლიდერები. მოგვიანებით, ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, დიდი ალბათობით დადებითი არ იქნება. ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლა, განაცხადა ჰერჩინსკიმ.
„ეს არის ძალზე სენსიტური თემა. თუ რამეს მიიღებებ - დასკვნას ან რეზოლუციას, აქაც სიფრთხილეა საჭირო იმ კუთხით, რომ ამან არ შექმნას კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელიც გამოიწვევს არჩევნების წინ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას", - განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, უცნობია, რა ეწერება აქტში, მაგრამ გზავნილები არც ისე დამაიმედებელია.
„პირადად მე ვხედავ იმის დიდ ალბათობას, რომ ეს გახდება ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი, რომელსაც ჰქვია „იქნებ როგორმე გაცოცხლდეს ეს უმწეო ოპოზიცია“, - განაცხადა კახიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების წინ გარე აქტორების მხრიდან გააქტიურდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისშემცველი განცხადებები.
„არჩევნების წინ ჩვენ ვხედავთ საზღვარგარეთიდან ისეთი განცხადებების გააქტიურებას, რომლის მიზანია, ოპოზიციური ძალების გაძლიერება და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ამასთან, მსგავსი განცხადებებით ხალხის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობენ... კეთილი ინებონ და არჩევნებამდე თავი შეიკავონ“, - განაცხადა დეპუტატმა.
მან ამას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა უწოდა. ამასთან, კახიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევა ყველა ქვეყანაში აკრძალულია.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს -პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0