მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს „დსთ-ის ოჯახში" დაბრუნების სურვილი აქვს

© photo : Press service of the President of Belarusალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
საქართველომ დსთ 2009 წელს დატოვა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სურს აღდღეს „დსთ-ის ოჯახი“, მათ შორის საქართველოს, მოლდოვას და ბელარუსის ჩართულობით, იუწყება РИА Новости.
„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს“, - განაცხადა ლუკაშენკომ კრემლში გამართულ დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სამიტზე.
ლუკაშენკო აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ასეც მოხდება, უბრალოდ მისი აღსრულება დროის საკითხია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნებმა უნდა დააფასონ ის, რაც მათ აქვთ თანამეგობრობაში.

„ყველა, ვინც ჩვენს თანამეგობრობას არ დაშორებულა, დღეს ღირსეულ შედეგებს აჩვენებს. მათ თავიანთ ქვეყნებზე კონტროლი არ დაუკარგავთ და საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან სუბიექტებად რჩებიან", - განაცხადა ლუკაშენკომ.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არის რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1991 წელს სსრკ-ის დაშლის შემდეგ. დსთ მოიცავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და შეიქმნა მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით.
საქართველომ დსთ 2009 წელს დატოვა. უკრაინამ დე-იურე არასოდეს მოახდინა დსთ-ის წესდების რატიფიცირება, დარჩა მისი ზოგიერთი შეთანხმების მხარე და 2018 წელს შეწყვიტა მონაწილეობა მის ორგანოებში.
მოლდოვა რჩება დსთ-ის ოფიციალურ წევრად, თუმცა ორგანიზაციის ფარგლებში მისი თანამშრომლობა ბოლო წლებში შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0