https://sputnik-georgia.com/20241007/saqartveloshi-chinovnikebis-xelpasebi-gaizrdeba-290229184.html
საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასები გაიზრდება
საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასები გაიზრდება
Sputnik საქართველო
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ, რომლის თანახმად, 2026 წლამდე ყოველწლიურად საჯარო სამსახურში... 07.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-07T12:14+0400
2024-10-07T12:14+0400
2024-10-07T12:14+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/50/235155056_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a22c08e21a6eeb9630e353c03c25df98.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, ნათქვამია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.2025 წელს თანამდებობის პირებისთვის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, იმავე ოდენობით გაიზრდება მანდატურების, მასწავლებლების, სამხედროების და სამართალდამცველების ხელფასები.2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ. კანონის მიხედვით, 2026 წლამდე ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება.კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.2026 წლიდან ხელფასები სრული პროცენტული სხვაობით გაიზრდება - საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/50/235155056_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_0decb4fe74d60e13f546edf1662c91d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასები გაიზრდება
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ, რომლის თანახმად, 2026 წლამდე ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, ნათქვამია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.
2025 წელს თანამდებობის პირებისთვის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, იმავე ოდენობით გაიზრდება მანდატურების, მასწავლებლების, სამხედროების და სამართალდამცველების ხელფასები.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ. კანონის მიხედვით, 2026 წლამდე ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება.
კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
2026 წლიდან ხელფასები სრული პროცენტული სხვაობით გაიზრდება - საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.