მოსკოვში დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიხსნა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიЗаседание Совета министров иностранных дел СНГ
Заседание Совета министров иностранных дел СНГ - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2024
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიხსნა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის წარმომადგენლები.
პროგრამის თანახმად, გაიმართება ვიწრო და ფართო ფორმატის დისკუსიები.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, სხდომაზე, რომელსაც სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, დსთ-ის მინისტრები წლევანდელი ერთობლივი მუშაობის წინასწარ შედეგებს შეაჯამებენ.
ყველა ახალი ამბავი
0