https://sputnik-georgia.com/20241005/saqartveloshi-wlis-sauketeso-maswavlebebi-airchies-290204583.html
საქართველოში საუკეთესო მასწავლებელი აირჩიეს
საქართველოში საუკეთესო მასწავლებელი აირჩიეს
Sputnik საქართველო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა. 05.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-05T15:47+0400
2024-10-05T15:47+0400
2024-10-05T15:47+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/05/290206573_0:395:1366:1163_1920x0_80_0_0_af1a370f20e03f0c4505b503c5231355.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის საუკეთესო მასწავლებელი ნათია უჩავა გახდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.ნათია უჩავა თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.გამარჯვებული განათლების სფეროს წარმომადგენლებით, მეცნიერებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებულმა 20-წევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა.პრიზის სახით გამარჯვებულს კონკურსის გენერალურმა სპონსორმა – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ 15 ათასი ლარი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია თბილისში „ივენთ ჰოლში“ გაიმართა.ჟიურიმ ნათია უჩავა ხუთ ფინალისტს შორის შეარჩია. საუკეთესო ხუთეულში დასახელებულ თითოეულ პედაგოგს ჯილდოს სახით 5 ათასი ლარი გადაეცა. უჩავას გარდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.The Global Teacher Prize კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ რამდენიმე კრიტერიუმს: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/05/290206573_0:267:1366:1292_1920x0_80_0_0_e7f85bf0b46609d09554cce3d6aaade8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში საუკეთესო მასწავლებელი აირჩიეს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის საუკეთესო მასწავლებელი ნათია უჩავა გახდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ნათია უჩავა თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.
გამარჯვებული განათლების სფეროს წარმომადგენლებით, მეცნიერებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებულმა 20-წევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა.
პრიზის სახით გამარჯვებულს კონკურსის გენერალურმა სპონსორმა – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ 15 ათასი ლარი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია თბილისში „ივენთ ჰოლში“ გაიმართა.
ჟიურიმ ნათია უჩავა ხუთ ფინალისტს შორის შეარჩია. საუკეთესო ხუთეულში დასახელებულ თითოეულ პედაგოგს ჯილდოს სახით 5 ათასი ლარი გადაეცა. უჩავას გარდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.
The Global Teacher Prize კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ რამდენიმე კრიტერიუმს: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.