https://sputnik-georgia.com/20241005/dges-tbilisobas-agnishnaven-290198514.html
სოფლის ნობათი, ღვინო და კონცერტები: საქართველოში „თბილისობას" აღნიშნავენ
სოფლის ნობათი, ღვინო და კონცერტები: საქართველოში „თბილისობას" აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
დღესასწაულის სტუმრებს ელოდება სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება 05.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-05T10:28+0400
2024-10-05T10:28+0400
2024-10-04T21:15+0400
საქართველო
თბილისობა
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24238/67/242386765_0:103:2001:1228_1920x0_80_0_0_9ec12666f526dcc5004e438bfc9edd10.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისელების საყვარელი დღესასწაული „თბილისობა" 5 და 6 ოქტომბერს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.თბილისობა წელს დედაქალაქში ორ ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე - „თბილისობა 2024“ გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.ღონისძიების აღსანიშნად რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება.ასევე დღეს, საღამოს, რიყის პარკში „საპატიო თბილისელების" ტრადიციული დაჯილდოება გაიმართება.„თბილისობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებების დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24238/67/242386765_112:0:1887:1331_1920x0_80_0_0_960c2abf7149c4161849b559d15170c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისობა, თბილისი დღეს, საზოგადოება
საქართველო, თბილისობა, თბილისი დღეს, საზოგადოება
სოფლის ნობათი, ღვინო და კონცერტები: საქართველოში „თბილისობას" აღნიშნავენ
დღესასწაულის სტუმრებს ელოდება სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისელების საყვარელი დღესასწაული „თბილისობა" 5 და 6 ოქტომბერს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
თბილისობა წელს დედაქალაქში ორ ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე - „თბილისობა 2024“ გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.
ღონისძიების აღსანიშნად რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.
ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება.
ასევე დღეს, საღამოს, რიყის პარკში „საპატიო თბილისელების" ტრადიციული დაჯილდოება გაიმართება.
„თბილისობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებების დეტალური პროგრამა იხილეთ
აქ.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.