„თბილისობა-2024" - ღონისძიებების დეტალური პროგრამა

© photo: Sputnik / Stringerთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2024
გამოწერა
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. თბილისობა წელს 5 და 6 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით ორ ლოკაციაზე - რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.
გასართობი ღონისძიებების სრული პროგრამა:
ორბელიანის მოედანი
5 - 6 ოქტომბერი
12:00-22:00
გარდენია შევარდნაძე - „თბილისური ბაზარი“
ღია კინოთეატრი
„ორბელიანის ნუგბარი“
„ყველიერი“
„ისპანახობა“
კაფე „ლაღიძის წყლები"
„გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “
სამეწარმეო მარკეტი
გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია
ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“
კიოსკი - ,,ცნობის ფურცელი“
საბავშვო კონცერტები
საღამოს კონცერტები
თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
საბავშვო / გასართობი აქტივობები
ზღაპრის გმირები
თემატური ფოტოზონები
ორბელიანის მოედანი
5 ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა
11:00 - სტუდია ჩიკოს კონცერტი
11:30 - ვოკალის აკადემიის კონცერტი
12:15 - რანინას კონცერტი
18:00 - ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“
20:00 - ჯგუფი ,,ურსა“
21:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI
5 ოქტომბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა
16:00 - გიორგი თორაძე ,,თორჩო“ და ბენდი
21:30 - ნუცი ჯმაღაძე და ბენდი Goodfellas
5 ოქტომბერი - ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ-შოუები
15:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) NAO
18:30 - ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA
6 ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა
13:00 - ჟოზეს წარმოდგენა
14:00 - ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
18:00 - ჯგუფი ,,GOOFY LAND”
20:00 - ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი
21:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI.
რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა
5 ოქტომბერი
11:00 - ანსამბლი შავნაბადას კონცერტი
11:40 - ნუცა ჯანელიძის სტუდიის კონცერტი
12:20 - ბზიკების სტუდიის კონცერტი
15:00 - ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
18:00 - ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
21:00 - ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
6 ოქტომბერი
11:00 - სტუდია ანა-ბანას და ზვიად ბოლქვაძის კვარტეტის კონცერტი
12:00 - რუსიკო ბახტაძის სტუდიის კონცერტი
13:00 - ბასტი-ბუბუს სტუდიის კონცერტი
14:00 - ქენდი სტუდიის კონცერტი
19:30 საზეიმო კონცერტი ,,ქალაქური მუსიკის შედევრები“ .
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0