მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა

© AP Photo / Andrew Harnikმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2024
გამოწერა
Business Ready-ის რეიტინგმა Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში ჩაანაცვლ
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ (Business Ready) განახლებული რეიტინგში მესამე ადგილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მსოფლიო ბანკის რეიტინგმა „ბიზნესისთვის მზაობა“ (B-READY) , რომელიც ბიზნესის კეთებისთვის საჭირო პირობებს აფასებს, Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დარღვევებთან დაკაშვირებული ინფორმაციის გამო გაუქმდა.

„ბიზნესისთვის მზაობის“ შესახებ მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგში მესამე პოზიცია საქართველოს პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ეს მართლაც ძალიან ძლიერი მესიჯია როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთების კუთხით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ მაღალი ადგილი რეიტინგში წაახალისებს ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს.
„დარწმუნებული ვარ, ეს წაახალისებს მეტ ინვესტორს, რომ საქართველოში ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანის გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების პოლიტიკა.
„ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
Business Ready (B-READY) რეიტინგი ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს სამი პარამეტრის მიხედვით აფასებს: ნორმატიული ბაზა, სახელმწიფო სერვისები და მუშაობის ეფექტურობა, რომელიც 10 მაჩვენებლისგან არის ჩამოყალიბებული. თითოეული კატეგორია ფასდება 0-დან 100-მდე შკალით.
საქართველო 10-დან 7 მაჩვენებლით მსოფლიოს პირველ ათეულშია. კერძოდ, საქართველო პირველ პოზიციაზეა მაჩვენებლებით - „ბიზნესის მდებარეობა“ და „შრომა“, მე-2 პოზიციას იკავებს მაჩვენებლით „დავების გადაწყვეტა“, მე-6 ადგილზეა მაჩვენებლით „გადასახადები“ და „გადახდისუუნარობა“, მე-7 პოზიციაზეა „ფინანსური სერვისების“ და მე-10 პოზიციაზე „საერთაშორისო ვაჭრობის“ მხრივ.
რეიტინგში პირველი და მეორე ადგილები სინგაპურმა და ესტონეთმა დაიკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0