https://sputnik-georgia.com/20241004/davitashvili-arabi-biznesmenebi-investiciebit-arian-dainteresebuli-290192071.html
ვიცე-პრემიერი: არაბი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციებით არიან დაინტერესებული
ვიცე-პრემიერი: არაბი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციებით არიან დაინტერესებული
Sputnik საქართველო
ორმხრივ ბიზნეს-ფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა. 04.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-04T13:38+0400
2024-10-04T13:38+0400
2024-10-04T13:38+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საუდის არაბეთი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284779431_44:344:1515:1171_1920x0_80_0_0_2ee988728033e168398744269d781e8e.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთისთვის ძალზე შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და აქვთ დიდი ინტერესი, განახორციელონ ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ბიზნეს-დეგეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.საუდის არაბეთიდან ბიზნესმენები საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარე ჰასან ალ - ჰუვაიზისთან ერთად ორი ქვეყნის ბიზნეს-საბჭოს სხდომაში, ასევე ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობისთვის ეწვივნენ.ვიცე-პრემიერის თქმით, არაბ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე იმსჯელეს კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება ინვესტირებას სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროში, ასევე უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ნავთობისა და გაზის აღმოჩენების, ენერგეტიკის მიმართულებით.დავითაშვილის შეფასებით, ბიზნეს-საბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის მთავრობების გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებისთვის.დავითაშვილთან შეხვედრამდე გაიმართა საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს-საბჭოს სხდომა, ასევე ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT-ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან მიიღეს.ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ორმხრივ ბიზნეს-ფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284779431_0:282:1401:1333_1920x0_80_0_0_d9f29e3f8e4f775096af80242ff2a87c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი: არაბი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციებით არიან დაინტერესებული
ორმხრივ ბიზნეს-ფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთისთვის ძალზე შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და აქვთ დიდი ინტერესი, განახორციელონ ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ბიზნეს-დეგეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
საუდის არაბეთიდან ბიზნესმენები საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარე ჰასან ალ - ჰუვაიზისთან ერთად ორი ქვეყნის ბიზნეს-საბჭოს სხდომაში, ასევე ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობისთვის ეწვივნენ.
„საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიმართულებით, მათთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ეკონომიკური პროგრესი, სტაბილური ვითარება და პროგნოზირებადობა, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, არაბ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე იმსჯელეს კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება ინვესტირებას სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროში, ასევე უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ნავთობისა და გაზის აღმოჩენების, ენერგეტიკის მიმართულებით.
დავითაშვილის შეფასებით, ბიზნეს-საბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის მთავრობების გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებისთვის.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობა. კონკრეტულ ბიზნესებთან ვისაუბრეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ვფიქრობ, ამ ინვესტიციების განხორციელებით შესაძლებელია დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობების გაჩენა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
დავითაშვილთან შეხვედრამდე გაიმართა საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს-საბჭოს სხდომა, ასევე ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT-ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან მიიღეს.
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
ორმხრივ ბიზნეს-ფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.