https://sputnik-georgia.com/20241003/axali-aeroportis-msheneblobistvis-tanxebi-gamoiyopa-290174759.html
თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული
თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული
Sputnik საქართველო
ვაზიანის აეროპორტის პროექტში მთავრობა მთლიანობაში 340 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T12:17+0400
2024-10-03T12:17+0400
2024-10-03T12:17+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/40/228834040_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_158de6000d2201e2b3be9f45fa8e4f6a.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 20 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს, ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.ჯამში, 2024 წლიდან 2028 წლამდე პერიოდში ვაზიანის აეროპორტის პროექტში მთავრობა 340 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.საქართველოს მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს პარლამენტის დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება. დამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბერში დაბრუნდება და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.რატომ არის საჭირო ახალი აეროპორტიროგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/40/228834040_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_0d07a0e363d32d030c1580f65d5e646a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული
ვაზიანის აეროპორტის პროექტში მთავრობა მთლიანობაში 340 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 20 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს, ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.
დოკუმენტის
თანახმად, 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს.
ჯამში, 2024 წლიდან 2028 წლამდე პერიოდში ვაზიანის აეროპორტის პროექტში მთავრობა 340 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს პარლამენტის დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება. დამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბერში დაბრუნდება და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.
რატომ არის საჭირო ახალი აეროპორტი
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.