საქართველოში 2025 წელს პენსიები გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2024
გამოწერა
საქართველოში 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 870 მილიონი ლარით გაიზრდება.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2025 წელს ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ნათქვამია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.
პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით 2,6 მილიარდი ლარით გაიზარდა და 7,5 მილიარდი შეადგინა.
70 წელს ზემოთ ასაკის პირებს პენსია 35 ლარით გაეზრდებათ და 450 ლარი იქნება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირების პენსია კი 540 ლარს მიაღწევს. 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარით მოიმატებს და 335 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 400 ლარს.
ჯამში, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 870 მილიონი ლარით გაიზრდება.
ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
2024 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია 315 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 380 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 415 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში - 490 ლარს შეადგენს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0