შსს: ღამის კლუბებში თაღლითობისა და გამოძალვის ფაქტებზე 15 პირია დაკავებული

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ღამის კლუბებში დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს, დაკავებულია 15 პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცადებაში.
უწყების ცნობით, სპეცოპერაცია შარდენზე მდებარე ღამის კლუბებში ჩატარდა.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 22-დან 50 წლამდეა, ოთხი წარსულში ნასამართლევი პირია..
უწყების ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.
იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. თუ დაზარალებულები მაინც უარს აცხადებდნენ თაღლითურად დაკისრებული თანხის გადახდაზე მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონებია ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0