საქართველოში ისრაელის საელჩო ტერქატის დროს დაღუპული ქართველის ოჯახს უსამძიმრებს

© AP Photo / Leo Correaისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2024
გამოწერა
გუშინ ისრაელის ტერიტორიაზე ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს, ნათქვამია უდიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებულ განცხადბაში.
ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში, თელ-ავივში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა - თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.
1-ელი ოქტომბრის საღამოს ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ისრაელზე თავდასხმა ახსნა, როგორც „ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას, „ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ირანის რევოლუციური გვარდიის ბრიგადის მეთაურის, აბას ნილფორუშანის დაღუპვაზე პასუხი.
ბალისტიკური რაკეტები ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტების მიმართულებით იქნა გაშვებული.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები გეგმავენ ახლო აღმოსავლეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე მძლავრი დარტყმების განხორციელებას, იუწყება ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხი.
ყველა ახალი ამბავი
0