https://sputnik-georgia.com/20240930/saqartvelos-mtavroba-dvalishvils-da-topurias-fulad-jildos-gadascems-290117901.html
კობახიძე: საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს ფულად ჯილდოს გადასცემს
კობახიძე: საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს ფულად ჯილდოს გადასცემს
Sputnik საქართველო
კობახიძის განცხადებით, სპორტულ წარმატებასა და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. 30.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-30T13:00+0400
2024-09-30T13:00+0400
2024-09-30T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412349_0:60:2048:1212_1920x0_80_0_0_cbffdbb2cad649b89f19eda1f0128f26.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა UFC-ის ჩემპიონებს - ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს, 1 მლნ ლარს გადასცემს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა, სექტემბერში კი მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგებაა.მისი თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.ამ გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო - ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს (იგივე The Machine), ის UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს იგი 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412349_174:0:1994:1365_1920x0_80_0_0_2508a9a4d942db55db0806504a017c0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , სპორტი, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს ფულად ჯილდოს გადასცემს
კობახიძის განცხადებით, სპორტულ წარმატებასა და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა UFC-ის ჩემპიონებს - ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს, 1 მლნ ლარს გადასცემს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა, სექტემბერში კი მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგებაა.
„დღეს, UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3000 წლის მანძილზე გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი“, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
მისი თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.
„მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს“, - განაცხადა პრემიერმა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
ამ გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო - ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს (იგივე The Machine), ის UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს იგი 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.