BAG: საქართველოში ბიზნესმენების უმეტესობა ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2024 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ 2024 წელს მათი ინვესტიციები, 2023 წელთან შედარებით გაიზრდება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.
BAG ინდექსის ფარგლებში საინვესტიციო კვლევა ტარდება წელიწადში ორჯერ და მოიცავს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას. კვლევა BAG-ის წევრ კომპანიებს ოთხ სექტორად ყოფს: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
„საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 58% აცხადებს, რომ 2024 წელს მათი ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით გაიზრდება, 35% ელოდება, რომ იგი უცვლელი დარჩება, ხოლო გამოკითხულთა 7% პროგნოზირებს შემცირებას“, - ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2024 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება.
კერძოდ, კომპანიათა 63% გეგმავს ჯამური ინვესტიციების გაზრდას. მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში მსგავსი მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 58%-ს აქვს, ხოლო მშენებლობის სექტორში 57%-ს.
გარდა ამისა, მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 58% ვარაუდობს, რომ ინვესტიციებს აღჭურვილობების მიმართულებით გაზრდის. 59%-ს მსგავსი მოლოდინი პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების მიმართულებით აქვს, ხოლო 54% გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას შენობა-ნაგებობებში.
მთლიანობაში 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად, ბიზნესის 93% გეგმავს
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 600-ზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიას, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს და მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებს.
ყველა ახალი ამბავი
0