https://sputnik-georgia.com/20240927/saberzneti-da-saqartvelo-martvis-mowmobebis-urtiertariarebaze-setanxmdnen-290091228.html
საბერძნეთი და საქართველო მართვის მოწმობების უერთიაერთაღიარებაზე შეთანხმდნენ
საბერძნეთი და საქართველო მართვის მოწმობების უერთიაერთაღიარებაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთანაც. 27.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-27T19:01+0400
2024-09-27T19:01+0400
2024-09-27T19:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საბერძნეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290090287_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_742f0157bc634450b7cd23d90ab7db26.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურამ მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.წყარო - შსს
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290090287_237:0:2048:1358_1920x0_80_0_0_4ba294d2bb33c9ea67134ea612207eff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საბერძნეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საბერძნეთი
საბერძნეთი და საქართველო მართვის მოწმობების უერთიაერთაღიარებაზე შეთანხმდნენ
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთანაც.
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურამ მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.
შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.