https://sputnik-georgia.com/20240925/ratom-gaauqma-baidenma-irakli-kobaxizis-miwveva-ass-is-saelcos-ganmarteba-290053880.html
რატომ გააუქმა ბაიდენმა ირაკლი კობახიძის მიწვევა: აშშ-ის საელჩოს განმარტება
რატომ გააუქმა ბაიდენმა ირაკლი კობახიძის მიწვევა: აშშ-ის საელჩოს განმარტება
Sputnik საქართველო
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკან გაიწვია საქართველოს პრემიერის მიწვევა მიღებაზე, მანამდე „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. 25.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-25T21:50+0400
2024-09-25T21:50+0400
2024-09-25T21:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_0:220:2175:1443_1920x0_80_0_0_c0a238d5e1cb70549cd7fe4123d82be8.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება გახდა, განაცხადეს საქართველოში ამერიკის საელჩოში.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკან გაიწვია საქართველოს პრემიერის მიწვევა მიღებაზე, რომელსაც ბაიდენი ტრადიციულად მართავს გაეროს გენასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის, მანამდე „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. გადაწყვეტილების მიზეზია „ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქცევა და მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების წინ ამერიკული მხარის გადაწყვეტილებას პოლიტიკური დემარში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მაშველი რგოლი“ უწოდა.ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერის მიწვევა გაუქმებულია>>ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ელჩმა გადადგომა გადაწყვიტა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია უარყვეს.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_111:0:2175:1548_1920x0_80_0_0_2e433b1cd381d30a0438cfccdd47e5b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რატომ გააუქმა ბაიდენმა ირაკლი კობახიძის მიწვევა: აშშ-ის საელჩოს განმარტება
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკან გაიწვია საქართველოს პრემიერის მიწვევა მიღებაზე, მანამდე „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება გახდა, განაცხადეს საქართველოში ამერიკის საელჩოში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკან გაიწვია საქართველოს პრემიერის მიწვევა მიღებაზე, რომელსაც ბაიდენი ტრადიციულად მართავს გაეროს გენასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის, მანამდე „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. გადაწყვეტილების მიზეზია „ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქცევა და მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც გახდა მზარდი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ“, - აცხადებენ საელჩოში.
მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების წინ ამერიკული მხარის გადაწყვეტილებას პოლიტიკური დემარში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მაშველი რგოლი“ უწოდა.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ელჩმა გადადგომა გადაწყვიტა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია უარყვეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.