https://sputnik-georgia.com/20240925/baidenis-mirebaze-saqartvelos-premier-miwveva-gauqmebulia-290050032.html
ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერის მიწვევა გაუქმებულია
ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერის მიწვევა გაუქმებულია
Sputnik საქართველო
მიწვევა გაუქმდა „ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქცევისა და მთელი რიგი ნაბიჯების გამო, წერს ქართული მედია 25.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-25T16:19+0400
2024-09-25T16:19+0400
2024-09-25T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d75544fda9c291c89e5c6f481b3c43fa.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმება ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე არის არასერიოზული საქციელი და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკან გაიწვია საქართველოს პრემიერის მიწვევა მიღებაზე, რომელსაც ბაიდენი ტრადიციულად მართავს გაეროს გენასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის, მანამდე „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. გადაწყვეტილების მიზეზია „ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქცევა და მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.მეორეს მხრივ, რაც უფრო აუხსნელია მათი ქმედებები, მით უფრო ცხადი ხდება ქართული ოპოზიციის მდგომარეობა, აღნიშნა მან.„იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ოპოზიციას უბიძგოს და სალაპარაკო თემა მისცეს“, - აღნიშნა მან.სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის, აღნიშნა მან.პაპუაშვილის თქმით, ის ვერ შეაფასებს მსგავს ქცევას, არამედ მხოლოდ ურჩევს ისწავლონ სტუმარ-მასპინძლობა საქართველოსგან.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_288bc78e8a81f3c9eed0d88d21b8b800.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ
ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერის მიწვევა გაუქმებულია
16:19 25.09.2024 (განახლებულია: 18:03 25.09.2024) მიწვევა გაუქმდა „ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქცევისა და მთელი რიგი ნაბიჯების გამო, წერს ქართული მედია
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმება ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე არის არასერიოზული საქციელი და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკან გაიწვია საქართველოს პრემიერის მიწვევა მიღებაზე, რომელსაც ბაიდენი ტრადიციულად მართავს გაეროს გენასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის, მანამდე „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. გადაწყვეტილების მიზეზია „ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქცევა და მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.
„თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა, საერთო ჯამში, არასერიოზულია. ადმინისტრაციის მხრიდან რაც ვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მეორეს მხრივ, რაც უფრო აუხსნელია მათი ქმედებები, მით უფრო ცხადი ხდება ქართული ოპოზიციის მდგომარეობა, აღნიშნა მან.
„იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ოპოზიციას უბიძგოს და სალაპარაკო თემა მისცეს“, - აღნიშნა მან.
სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის, აღნიშნა მან.
პაპუაშვილის თქმით, ის ვერ შეაფასებს მსგავს ქცევას, არამედ მხოლოდ ურჩევს ისწავლონ სტუმარ-მასპინძლობა საქართველოსგან.
„ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.