ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ხუთი ადამიანია დაკავებული

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი ადამიანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე ორი მამაკაცია დაკავებული. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. ერთს პოლიცია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება. კიდევ ორი ადამიანი ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზეა დაკავებული.
დაკავებულების ასაკი 43-დან 56 წლამდეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორ ბრალდებულს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოეშვა. მათ დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15.000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა.
აღნიშნული თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0