საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიჰონ კონგი
ჰონ კონგი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2024
გამოწერა
სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 2024 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 30 დღე შეუძლიათ დაჰყონ.
სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ-კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - ჩინეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი კი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. 2018 წლიდან ქვეყნებს შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ს ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2023 წელს საქართველო და ჩინეთი გადავიდნენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0