https://sputnik-georgia.com/20240923/deputatma-evrokavshirtan-uvizo-rejimis-shecherebis-momxre-arasamtavroboebs-mogalate-uwoda-290017427.html
დეპუტატმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრე არასამთავრობოებს მოღალატე უწოდა
დეპუტატმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრე არასამთავრობოებს მოღალატე უწოდა
Sputnik საქართველო
ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ - როგორ მოახდინონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და საქართველო ჩაითრიონ ომში, განაცხადა სუბარმა 23.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-23T16:58+0400
2024-09-23T16:58+0400
2024-09-23T16:58+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_0:24:1500:868_1920x0_80_0_0_505cbe135c99d756c84d348b12a7e606.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას, არიან ქართველი ხალხის მოღალატეები და მტრები, რადგანაც ეს არის მიღწევა, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა, ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, განიხილოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ საკითხი. ეს საკითხი დასახელებულია იმ შვიდ ქმედებას შორის, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებმა უნდა განახორციელონ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. სხვა საკითხებთან ერთად დასახელებულია სანქციების დაწესება მმართველი ძალის ლიდერების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ - როგორ მოახდინონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და საქართველო ჩაითრიონ ომში, დასძინა დეპუტატმა.„სამწუხაროდ, ეს არის ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტურის ნატვრაც, ოცნებაც და ქმედებებიც, მაგრამ ქართველი ხალხი ამ უსამშობლოებს პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა სუბარმა.მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დისტანცია გაიზრდება.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.საპარლამენტო არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საქართველო
აშშ
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_108:26:1231:868_1920x0_80_0_0_68158514d3ad55bdd6b2f38d961afb67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილი
დეპუტატმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრე არასამთავრობოებს მოღალატე უწოდა
ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ - როგორ მოახდინონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და საქართველო ჩაითრიონ ომში, განაცხადა სუბარმა
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას, არიან ქართველი ხალხის მოღალატეები და მტრები, რადგანაც ეს არის მიღწევა, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა, ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, განიხილოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ საკითხი. ეს საკითხი დასახელებულია იმ შვიდ ქმედებას შორის, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებმა უნდა განახორციელონ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. სხვა საკითხებთან ერთად დასახელებულია სანქციების დაწესება მმართველი ძალის ლიდერების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება, რაც დღეს ქართველ ხალხს აქვს, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარი. თუმცა, ეს არის მონაპოვარი, რომლითაც ქართველი ხალხი, საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს. როდესაც ამის გაუქმებას ითხოვს „ენჯეო“ აგენტურა, ეს ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ მოღალატეები, ქართველი ხალხის მტრები არიან", - განაცხადა სუბარმა.
ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ - როგორ მოახდინონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და საქართველო ჩაითრიონ ომში, დასძინა დეპუტატმა.
„სამწუხაროდ, ეს არის ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტურის ნატვრაც, ოცნებაც და ქმედებებიც, მაგრამ ქართველი ხალხი ამ უსამშობლოებს პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა სუბარმა.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დისტანცია გაიზრდება.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.