https://sputnik-georgia.com/20240922/batumis-avtoparks-axali-avtobusebi-sheemata-290003471.html
ბათუმის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატა
ბათუმის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატა
Sputnik საქართველო
2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T10:52+0400
2024-09-22T10:52+0400
2024-09-22T10:52+0400
საქართველო
აჭარა
ბათუმი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/14/289994034_0:134:2048:1286_1920x0_80_0_0_0682f4fb52e276d925d57f61924f1f28.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის ავტოპარკი 10 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსით შეივსო, თვის ბოლომდე კი ახალი ავტობუსების რაოდენობა 25-მდე გაიზრდება, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.აჭარაში მუნიციპალური ავტოპარკის თანამედროვე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით განახლება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. გარდა ამისა, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ.ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება და წლის განმავლობაში მუნიციპალური ავტოტრანსპორტი დაახლოებით 13 მილიონ მგზავრს ემსახურება.ახალი ავტობუსი 100 მგზავრზეა და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.მგზავრთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს, ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები საჭიროებისამებრ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება. გარდა ამისა, დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება.ავტობუსების შეძენაზე 16 210 000 ლარი დაიხარჯა. ავტოპარკის განახლების ფარგლებში 70 მძღოლი დასაქმდა.2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/14/289994034_78:0:1970:1419_1920x0_80_0_0_aabed2662fd97f726c63cc837f2e62bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ბათუმის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატა
2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის ავტოპარკი 10 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსით შეივსო, თვის ბოლომდე კი ახალი ავტობუსების რაოდენობა 25-მდე გაიზრდება, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
აჭარაში მუნიციპალური ავტოპარკის თანამედროვე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით განახლება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. გარდა ამისა, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება და წლის განმავლობაში მუნიციპალური ავტოტრანსპორტი დაახლოებით 13 მილიონ მგზავრს ემსახურება.
„ამ ეტაპზე შემოსულია 10 ერთეული ავტობუსი, ხოლო 15 ერთეული EURO-6 ტიპის ავტობუსით ავტოპარკის განახლება თვის ბოლომდე, ეტაპობრივად განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი ავტობუსი 100 მგზავრზეა და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
მგზავრთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს, ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები საჭიროებისამებრ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება.
გარდა ამისა, დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება.
ავტობუსების შეძენაზე 16 210 000 ლარი დაიხარჯა. ავტოპარკის განახლების ფარგლებში 70 მძღოლი დასაქმდა.
2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია.